კარტოფილის რულეტი კომბოსტოს შიგთავსით

567

ისეთი ინგრედიენტები, როგორებიცაა კარტოფილი და კომბოსტო, ძალიან მჭიდროდ ჩაჯდნენ ჩვენს რაციონში. ამ ინგრედიენტებისგან ნებისმიერი კერძის მომზადება შეიძლება.

კარტოფილის რულეტი მორჩენილი კარტოფილისგანაც შეგიძლიათ მოამზადოთ.

ინგრედიენტები

  • კომბოსტო 1 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • შაქარი 1 სუფრის კოვზი
  • კარტოფილი 1,5კგ
  • კვერცხი 1 ცალი
  • ხორბლის ფქვილი 2 სუფრის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი
  • მარილი
  • წიწაკა
  • პაპრიკა

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოთ კომბოსტოს შიგთავსი. დაჭერით ხახვი და მოთუშეთ ზეთში. დაუმატეთ სტაფილო დაკომბოსტო, მოთუშეთ. მოაყარეთ მარილი, წიწაკა, შაქარი, პაპრიკა და მოასხით ზეთი.

2.გაასუფთავეთ და მოხარშეთ კარტოფილი, დაჭყლიტეთ, დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი, მარილი და მოურიეთ.

3.პოლიეთილების პაკეტში გადაახვიეთ კარტოფილის მასა. ზემოდან მოათავსეთ კომბოსტოს შიგტავსი და დაახვიეთ რულეტისებურად.

4.რულეტი გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაში, მოაყარეთ მარილი, საფანელი და გამოაცხეთ.

გემრიელად მიირთვით!