ყველა აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ ორგანიზმს. მაგრამ ხშირდ დრო არ გვყოფნის ისეთი კერძების მოსამზადებლად, რომლებიც არ ავნებს ჩვენს ჯანმრთელობას. როგორც იცით საუზმე, ჩვენი კვების რაციონის უმნიშვნელოვანესი ფაზაა, მაგრამ რატომღაც ზოგი მას საერთოდ უგულვებელყოფს.
დღეს ჩვენ გაგიზიარებთ საოცარ რეცეპტს, რომელის მოსამზადებლად დროს აუცილებლად გამონახავთ.
ფაფუკი ომლეტი ყველით და ძეხვით თქვენი საუზმისთვის საუკეთესო ვარიანტია.
მისთვის საჭირო ინგრედიენტებს სახლში ყოველთვის აღმოაჩენთ. გაგიკვირდებათ, მაგრამ მის მომზადებას სულ რარაც 15 წუთი სჭირდება.
არ გჯერათ? მაშინ დაინიშნეთ დრო და დაიწყეთ მზადება.
საუზმე მთელი ოჯახისთვის
ინგრედიენტები
- 1 კარტოფილი
- 4 კვერცხი
- 150გ ყველი
- 200გ ძეხვი მონადირე
- კონა მწვანე ხახვი
- მარილი გემოვნებით
- შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით
- 50მლ მცენარეული ზეთი
მომზადება
1.პირველ რიგში გაასუფთავეთ კარტოფილი და წვრილად გახეხეთ. კუბიკებად დაჭერით ყველი, მრგვლად დაჭერით ძეხვი.
ასევე დაააქუცმაცეთ მწვანილი და ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ჯამში.
2.ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. კვერცხი დანარჩენ ინგრედიენტებს დაუმატეთ და კარგად მოურიეთ.
ტაფა მოათვსეთ საშუალო ცეცხლზე, მოასხით ცოტა მცენარეული ზეთი და გააცხელეთ. მომზადებული მასა მოათავსეთ ტაფაზე.
3.დაუწიეთ ცეცხლს, დააფარეთ ტაფას თავზე და დაელოდეთ 7 წუთი. აუცილებლად აკონტროლეთ მისი შეწვის პროცესი, რათა არ დაიწვას.
4.ტაფის თავსახური შეცვალეთ დიდი თეფშით, მისი მეშვეობით გადმოაბრუნეთ ომლეტი და კიდევ 6 წუთი შეწვით თავსაფრის ქვეშ.
მზა კერძი დაჭერით და ოჯახის წევრები მოიწვიეთ სუფრასთან.
როგორც ხედავთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და გემრიელი კერძის მომზადება ძლიან მარტივია. ასეთი ფერადი საუზმე კარგ ხასიათზე დაგაყენებთ და დღეს გაგილამზებთ. გემრიელად მიირთვით!