კარტოფილის ოლადები ფქვილის გარეშე

1357

ხანდახან გვინდება, რაიმე არასტანდარტულის, მაგრამ ამავდროულად გემრიელის მომზადება. მაგალითად შემწვარი კარტოფილის ნაცვლად, შეგიძლიათ მისგან ოლადები მოამზადოთ. ამ კერძს უმეტესობა “ჯაშბრაუნს” ეძახის, რადგან მისმა ავტორმა მაკდონალდსის სტუმრობის შემდეგ შექმნა ეს საოცარი ოლადები.

კარტოფილის ოლადების მოსამზადებლად დაგჭირდებათ

  • 0,5კგ კარტოფილი
  • 0,5-0,6 ჩაის კოვზი მარილი
  • ზეთი (შესაწვავად)

ამ მცირე ინგრედიენტებით თქვენ საოცარ სამარხვო კერძს მოამზადებთ.

მომზადება

1.გათლილი კარტოფილი მსხვილად გახეხეთ. ამასობაში ჩაიდანით აადუღეთ წყალი.

2.კარტოფილი მოათავსეთ ჯამში და დაასხით ცხელი წყალი. არ დაასხათ ბევრი წყალი, რადგან ის კარტოფილიდან სახამებელს გამოდევნის. მოათავსეთ ცეცხლზე და წამოდუღების შემდეგ ხარშეთ 5 წუთი.

3.კარტოფილს მოაშორეთ ზედმეტი წყალი. შემდეგ კარტოფილის მთლიანი მასა მოათავსეთ სუფთა პირსახოცზე.

4.დაელოდეთ მის გაგრილებას და კვლავ მოათავსეთ მასა ჯამში.

5.აიღეთ უწვავი ტაფა დაასხით ზეთი და კოვზი მოათვსეთ ალადები ტაფაზე, შეწვით საშუალო ცეცხლზე ორივე მხრიდან 6-7 წუთი.

იყავით ყურადღებით, რადგან შეწვისას ოლადები შეიზლება დაიშალოს.

ოლადები ფრთხილად გადმოაბრუნეთ ნიჩბის საშუალებით, რადგან შეწვისას შეიძლება მარტივად დაზიანდეს.

თუ კატოფილის მასა ნაკლებად წებოვანია შეგიძლიათ გამაფხვიერებელი დუმატოთ.

6.თეფშზე მოათავსეთ საყვარელ სოუსთან ერთად.

თუ საჭმლის მომნელებელი სისტემა გაწუხებთ გაითვალისწინეთ, რომ: კერძი შემწვარია და ამასთანავე საკმაოდ ცხიმიანიცაა. მოერიდეთ გასტრიტის, ქოლესტიტის და ღვიძლის პრობლემების შემთხვევაში.