თუ ლაზანია ძალიან გიყვართ, მაგრამ მისი ცომის მომზადება გეზარებათ, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვის არის.
ინგრედიენტები
- კარტოფილი 5 ცალი
- მოცარელა 300გ
- ნაღები 200მლ
- შავი წიწაკა 1 ჩაის კოვზი
- ოხრახუში 20გ
- ლორი 300გ
- ბეკონი 100გ
- კვერცხი 2 ცალი
- მარილი 2 ჩაის კოვზი
მომზადება
- გაასუფთავეთ და ფირფიტებად დაჭერით კარტოფილი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა, მოურიეთ. ფირფიტები მოათავსეთ ფორმის ძირზე.
- შემდეგი ფენა – დაჭრილი ლორი და მოცარელა. ისევ გაიმეორეთ.
- მოათავსეთ ბეკონის ნაჭრები და მოაყარეთ მწვანილი. ბოლო ფენა – კარტოფილის ფირფიტები და ყველი.
- გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.
გემრიელად მიირთვით!