ინგრედიენტები სალათისთვის
- 3 პომიდორი
- 6 მოცარელას ბურთულა
- 30-50გ ნიგოზი
- 7 ფურცელი ბაზილიკი
ინგრედიენტები სოუსი პესტოსთვის
- ბაზილიკი
- 30გ ყველი
- 2 სუფრის კოვზი ნიგოზი
- 3 კბილი ნიორი
- 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
- 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადება
1.პომიდორი უმჯობესია აიღოთ ფერადი. დაჭერით კუბიკებად და მოათასეთ თეფშზე.
2.მოაყარეთ ოცარელა, ნიგოზი.
3.ახლა კი მოვამზადოთ სოუსი – ამისათვის გამომშრალი ბაზილიკის ფურცლები დააბლენდერეთ, დაუმატეთ ყველი.
დაუმატეთ ნიორი, ლიმონის წვენი, ზეთი, მარილი და წიწაკა. დააბლენდერეთ.
4.სალათს მოასხით სოუსი და გააფორმეთ.
5.გემრიელად მიირთვით!