გოგრა – ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელიც სახსრებს ამყარებს. გოგრაში შემავალი კომპონენტები ასუფტავებენ კუჭ-ნაწლავის სისტემას და მოჰყავთ ის ნორმაში. რა შეიძლება მოვამზადოთ გოგრისგან, ფაფის გარდა? მოდით დღეს მისგან საოცარი რამ შევქმანთ ერთად!
ნოკკი – ეს იტალიური კლეცკია. სტანდარტულად ის კარტოფილისგან მზადდება, მაგრამ დღეს ჩვენ ექსპერიმენტს ჩავატარებთ.
ინგრედიენტები სოუსისთვის
- 125გ კარაქი
- ორეგანო
- 1/4 ჩაის კოვზი დაფქული წიწაკა
- მარილი
ინგრედიენტები ცომისთვის
- 800გ გასუფთავებული გოგრა
- 1,5 ჭიქა ხორბლის ან ბრინჯის ფქვილი
- 50გ პარმეზანი
- 1 კვერცხი
- 2 სუფრის კოვზი კარაქი
- 1/4 ჩაის კოვზი წიწაკა
- მარილი
მომზადება
1.გაასუფთავეთ გოგრა, დაჭერით და მოხარშეთ. გამოუცვალეთ წყალი, ცოტა რაოდენოა დატოვეთ და კიდვ მოხარშეთ. მზა გოგრა დააქუცმაცეთ: დააბლენდერეთ. დაუმატეთ კარაქი. უნდა მიიღოთ პიურეს მსგავსი მასა. პიურე მოათავსეთ ცეხლზე და მოხარშეთ.
2.დაუმატეთ კვერცხის გული, ფქვილი. მოაყარეთ წიწაკა და მოურიეთ ცომს. ჩაის კოვზით მიეცით ფორმა, ჩანგლით დაახატეთ ფიგურები. გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაზე.
3.მოვამზადოთ სოუსი. გაალღვეთ კარაქი, დაუმატეთ ორეგანო, მარილი და წიწაკა. მზა სოუსი მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე 30-40 წამი.
4.გააცხელეთ წყალი (გოგრის წყალი) და მოხარშეთ კერძი 5-6 წუთი. მზა ნუკკი მოათავსეთ თეფშზე, მოასხით სოუსი და მოაყარეთ ყველი.
გემრიელად მიირთვით!