იოგურტის ტორტი ცხობის გარეშე

1159

დღეს ჩვენ მოვამზადებთ ტორტს ცხობის გარეშე. ნამდვილად საოცრებაა! მისი მომზადება მართალია ადვილი არ არის, მაგრამ შედეგი ნამდვილად ღირს ამად!

ფხვიერი ძირი ნამდვილად ძალიან უხდება ამ დესერტს. მტავარია მონდომება და ყველაფერი გამოგივათ!

ინგრედიენტები ფხვიერი მასისთვის

  • 250გფქვილი
  • 80გ შაქარი
  • 150გ კარაქი
  • 0,5 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი

ინგრედიენტები იოგურტის მასისთვის

  • 480გ თეთრი იოგურტი
  • 100გ თეთრი შოკოლადი
  • შაქრის ფხვნილი
  • 1 ჩაის კოვზი რძე
  • 15გ ჟელატინი

დამატებითი ინგრედიენტები

  • გარგარი
  • გახეხილი შოკოლადი
  • ნუში

მომზადება

1.ღრმა ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, შაარი და გამაფხვიერებელი. მოურიეთ. მასას დაუმატეთ თბილი კარაქი. კარგად გადაურიეთ ხელით.

2.გააცხელეთ ტაფა საშუალო ცეცხლზე და ნელ-ნელა მოათავსეთ ფქვილისა და კარაქის მასა, მოხალეთ, გადაიტანეთ ცალკე ჯამში.

3.დააქუცმაცეთ თეთრი შოკოლადი და გაალღვეთ წყლის აბაზანაზე. დაუმატეთ 1 კოვზი რძე და ისევ მოურიეთ. მიღებულ მასას დაუმატეთ იოგურტი და შაქრის ფხვნილი.

4.ამასობაში მოამზადეთ ჟელატინი შეფუთვაზე არსებული მეთოდის მიხედვით, გაალღვეთ წყლის აბაზანაზე, გააგრილეთ და დაუმატეთ იოგურტის მასას.

5.დაჭერით გარგარი. მოამზადეთ გამოსაცხობი ფორმა და ჩააფინეთ ქაღალდი. ძირზე მოათავსეთ და დატკეპნეთ ფხვიერი მასა, დაუმატეთ გარგარი და მოასხით იოგურტის მასა, ამ მეთოდიკით ააწყეთ დესერტი.

6.მოაყარეთ შოკოლადი და ნუში. მოათავსეთ მაცივარში 6 საათი, ან უმჯობესია მთელი ღამით.

გაგრილების შემდეგ ტორტი საკმაოდ წნიანი გახდება, ასე რომ მისი სიროპით დანამვა არ არის აუცილებელი.

გემრიელად მიირთვით!