ინდაურის ფარშის ნოყიერი და გემრიელი მობრაწულა: შინ მომზადებული დელიკატესი

1357

ხორცის პური (meatloaf) გერმანული, ავსტრიული და ამერიკული სამზარეულოს ტრადიციული კერძია. მას ფარშისგან ამზადებენ (ხანდახან დაკეპილი ხორცისგან).

დღევანდელ რეცეპტში ჩვენ ინდაურის  ფარში გამოვიყენეთ. ხემსი ძალიან წვნიანი, ნაზი და ნოყიერი გამოდის. ცხელი ხორცის პური შეგიძლიათ მთავარი კერძის სახით მიირთვათ, ცივი – ბუტერბროდებისა და სენდვიჩების შესანიშნავი დამატება იქნება.

ინგრედიენტები

  • 2-2,3 კგ ინდაურის ფარში
  • 150 მლ ქათმის ბულიონი
  • 2 ც ხახვი
  • 1 ჩ.კ. ბეგქონდარა
  • 1 ს.კ. ტომატის პასტა
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 150 გრ კეტჩუპი
  • 1,5 ჭ საფანელი
  • 3 კვერცხი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. მოთუშეთ დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ ქათმის ბულიონი, ტომატის პასტა, ბეგქონდარა, მარილი, პილპილი.
  2. ფარშს დაუმატეთ ხახვის მასა, კვერცხი, საფანელი.
  3. მოათავსეთ მასა ღრმა საცხობ ფორმაში, გააბრტყელეთ და წაუსვით კეტჩუპი.
  4. შედგით 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1,5 საათით.

კერძი გამოცხობისას რომ არ დასკდეს, საცხობის ფორმის მოათავსეთ ქვაბი მდუღარე წყლით. უმჯობესია, ფორმაშივე გააცივოთ და შემდეგ გადაიტანოთ თეფშზე. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!