იდეალური ტანდემი: კარტოფილი ძროხის ფარშთან ერთად ოქროსფერი რულეტის სახით

457

ჩემთვის რაღაც უნიკალური კერძია: ნოყიერი, წვნიანი, ძალიან ლამაზი, ამასთან აბსოლუტურად ხელმისაწვდომი. ჩვეულებრივ დღეებში მისი მომზადებისას ოჯახის წევრებს სადღესასწაულო განწყობა უჩნდებათ. შინაურული გემრიელობის არომატზე მეზობლებიც მოდიან.

ყურადღება! როგორც წესი, ამ კერძისთვის 4 მწვანე და 1 წითელ ბულგარულ წიწაკას ვიყენებ. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სხვა, მაგრამ ასე უფრო კაშკაშა და გემრიელია. კარტოფილის და ხორცის რულეტი ნამდვილი მხსნელია, რომელიც დიდ კომპანიას დაანაყრებს.

ინგრედიენტები:

  • 600 გრ კარტოფილი
  • 200 გრ ყველი ჩედერი
  • 100 გრ ძროხის ფარში
  • 2 კვერცხი
  • 4 გრ ბაჰარის წიწაკა
  • 8 გრ მარილი
  • 5 ბულგარული წიწაკა
  • 1 ხახვი
  • 40 გრ პომიდვრის პასტა
  • 20 მლ მზესუმზირას ზეთი
  • 1 ჩ/კ ჩილეს წიწაკა
  • 200 მლ წყალი
  • 3 კბილი ნიორი
  • ოხრახუში გემოვნებით

მომზადების წესი:

1. უმი კარტოფილი მსხვილ სახეხზე გახეხეთ. კარგად გაწურეთ, რომ წვენი არ დარჩეს.

2. კვერცხი ათქვიფეთ, ნახევარი დაფქული წიწაკა და მარილი დაუმატეთ.

3. ყველი გახეხეთ, ოხრახუში წვრილად დაჭერით და კარტოფილს დაუმატეთ. ყველაფერს კარგად აურიეთ.

4. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. მიღებული კარტოფილის ნარევი გადაიტანეთ.

5. კარტოფილი–ყველის ფირფიტა 180 გრადუსზე 20 წუთით აცხვეთ.

6. ამ დროში ბოსტნეულს მიხედეთ: ბულგარული წიწაკა და ხახვი კუბებად დაჭერით, ნიორი დაპრესეთ.

7. ტაფაზე ზეთი გააცხელეთ, ფარში 5 წუთით შეწვით. დაქუცმაცებული ხახვი დაუმატეთ და საშუალო ცეცხლზე 5 წუთით თუშეთ.

8. ხორცს ბულგარული წიწაკა დაუმატეთ და კიდევ რამდენიმე წუთით ერთად თუშეთ.

9. პომიდვრის პასტა დაუმატეთ, ჩილის წიწაკა და დარჩენილი დაფქული წიწაკა მარილთან ერთად მოაყარეთ.

10. ახლა 1 ჭიქა ცხელი წყალი დაუმატეთ და მომავალი რულეტის შიგთავსს კარგად აურიეთ. კიდევ რამდენიმე წუთით თუშეთ, სანამ ფარში წყალს არ შეიწოვს.

11. ღუმელიდან მზა კარტოფილის ფირფიტა გამოიღეთ და მიღებული შიგთავსი ფრთხილად დაუმატეთ.

12. ქაღალდის კუთხე ასწიეთ და რულეტი დაახვიეთ.

13. კარტოფილის რულეტი დარჩენილი გახეხილი ყველით და დაჭრილი ბულგარული წიწაკით გააფორმეთ.

14. კერძი 180 გრადუსზე კიდევ 15 წუთით აცხვეთ.

გაცივებული კარტოფილის რულეტი ხორცით ულუფებად დაჭერით. სურვილისამებრ მწვანილით მორთეთ და მაგიდაზე გაიტანეთ. შინაურული ტკბილეული პომიდვრის სოუსთან ერთად მიყვარს.