დღეს ვამზადებთ უგემრიელეს ნამცხვარს. გულსართად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხაჭო ან ჯემი. შეგიძლიათ დაუმატოთ ქიშმიში, ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა.
ინგრედიენტები
ცომისთვის
- ფქვილი 400გ
- კარაქი 200გ
- შაქრის ფხვნილი 150გ
- მარილი1/2 ჩაის კოვზი
- გამაფხვიერებელი 10გ
- ვანილი 1/2 შეკვრა
- კვერცხი 1 ცალი
- არაჟანი 100გ
გულსართისთვის
- რბილი ხაჭო 500გ
- შაქარი 150გ
- ვანილი 1/2 შეკვრა
- კვერცხი 1 ცალი + 1 ცილა
- ლიმონის წვრილად გახეხილი ცედრა 1 სუფრის კოვზი
- კვერცხის გული 1 ცალი
მომზადება
- ფქვილში ჩახეხეთ ცივი კარაქი. ხელით კარგად გადაურიეთ ერთმანეთს.
- დაუმატეთ შაქარი, მარილი, გამაფხვიერებელი და ვანილი.
- დაუმატეთ კვერცხი და არაჟანი, მოზილეთ ცომი. ცომი რთულად შესაკრავი გახდება, მაგრამ არ დაყაროთ ფარხმალი. შეკრული ცომი დაასვენეთ.
- მოვამზადოთ გულსართი.ხაჭოს დაუმატეთ შაქარი, კვერცხი, ცილა, ვანილი, გახეხილი ლიმონის ქერქი, კარგად მოურიეთ. თუ მასა თხელია, მაშინ მოაყარეთ ფქვილი.
- ასეთი ნამცხვრისთვის გულსართად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯემი ან მურაბა.
- ცომისგან გამოყავით მეოთხედი. გააბრტყელეთ 3/4 ცომი მრგვლად.
- დიდი ჯამით შემოხაზეთ წრე ცომზე ისე, რომ ბოლოებიდან გამოტოვოთ 4-5 სმ.
- კუთხეები ჩაჭერით და ერთმანეთზე გადააჯვარედინეთ ერთის გამოტოვებით.
- ცომზე გადაიტანეთ გულსართი. 1/4 ცომისგან გააფორმეთ დესერტის ზედა ნაწილი. წაუსვით კვერცხი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 45 წუთი.
გემრიელად მიირთვით!