შოკოლადზე ფიქრი ნებისმიერ ასაკში არ გვასვენებს. მაღაზიებში დიდი ასორტიმენტი ხანდახან გვაბნევს და არ ვიცით, რომელ ერთზე შევაჩეროთ არჩევანი. და რას იტყოდით, უგემრიელესი შოკოლადის შინ მომზადების იდეაზე?
“გასტრონომიას” რედაქციამ თქვენთვის მოამზადა შესანიშნავი რეცეპტი: თეთრი შოკოლადი შტოშით და თხილით. ეს დესერტი არამხოლოდ ვიზუალურადაა მიმზიდველი, ის იმდენად გემრიელია, რომ მომზადება ხშირად მოგინდებათ.
ინგრედიენტები
- 400 გრ თეთრი შოკოლადი
- 50 გრ ფისტა
- 50 გრ მიწის თხილი
- 150 გრ ზეფირი
- 100 გრ შტოშის ჩირი
მომზადება
- დაჭერით წვრილად შტოში, თხილი და ზეფირი. სილიკონის ფორმას დააფინეთ პერგამენტი და მოათავსეთ ინგრედიენტები.
- დაჭერით თეთრი შოკოლადი და დაადნეთ ორთქლის აბაზანაზე.
- დაასხით დაჭრილ მასას მდნარი შოკოლადი. შედგით მაცივარში 3 საათით, ან უმჯობესია მთელი ღამით.
მზა დესერტი დაჭერით და მიირთვით საყვარელ სასმელთან. ასეთ ტკბილეულს ლამაზად თუ შეფუთავთ, შესანიშნავი საჩუქარი გამოვა საყვარელი ადამიანებისთვის. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!