შოკოლადი ყველას უყვარს, ეს ცნობილი ფაქტია. მაგრამ მაღაზიაში ან სუპერმარკეტებში შოკოლადის ფართო არჩევანი ხანდახან გაბნევს და არ იცი, რომელი შეარჩიო. რას იტყვით, თუ დაუვიწყარი დესერტის შინ მომზადებას შემოგთავაზებთ?
“გასტრონომიამ” საუცხოო რეცეპტი მოიძია – თეთრი შოკოლადი თხილითა და შტოშით. ეს დესერტი ვიზუალურად ორიგინალურია, გემო კი დაუვიწყარი აქვს. სცადეთ ერთხელ და მისი მომზადების სურვილი ხშირად გაგიჩნდებათ.
ინგრედიენტები
- 400 გრ თეთრი შოკოლადი
- 50 გრ ფსტა
- 50 გრ მიწის თხილი
- 100 გრ შტოშის ჩირი
- 150 გრ ზეფირი
მომზადება
- დააქუცმაცეთ შტოში, ზეფირი, თხილი. სილიკონის ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი და მოათავსეთ მასა.
- დაადნეთ თეთრი შოკოლადი ორთქლზე.
- დაასხით მასას მდნარი შოკოლადი. შედგით დესერტი მაცივარში მინიმუმ 3 საათით, უმჯობესია მთელი ღამით დატოვოთ.
დაჭერით მზა დესერტი კუბებად და მიირთვით საყვარელ სასმელთან. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!