ალაგებ 4 კგ ქათმის ხორცს ფორმაზე – მთელი კვირა შეგიძლია არაფერი მოამზადო

1518

“კორდონ ბლუ” ერთხელ მაინც თუ გაგისინჯავთ, დიდი აბათობით თავდავიწყებით შეგიყვარდათ. უნაზესი ქათის ხორცი ხრაშუნა საფანელით და საინტერესო შიგთავსით – რატომაც არა? ამ კერძს როგორც წესი სადღესასწაულოდ ამზადებენ, რადგან საკმაოდ შრომატევადია. მაგრამ არსებობს ერთი ხერხი, რომლის წყალობითაც დროის ეკონომიას გასწევთ.

გირჩევთ მოამზადოთ დიდი ულუფა ლორით და ყველით, ჩვენ ეს ვარიანტი ძალიან მოგვეწონა. მთელი კვირის საკმარისი კერძი სამსახურში წასაღებადაც გამოგადგებათ.

ინგრედიენტები

  • 4 კგ ქათმის ფილე
  • 500 გრ მაგარი ყველი
  • 500 გრ ლორი
  • 500 გრ ფქვილი
  • 300 გრ საფანელი
  • 8 კვერცხი
  • ზეთი გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. გარეცხეთ ქათმის ფილე, დაალაგეთ ორი ფილე დაფაზე, დააფინეთ საკვების ცელოფანი და დაბეგვეთ ისე, რომ ერთი მთლიანი თხელი ფენა გამოვიდეს. გაიმეორეთ იგივე დანარჩენ ხორცთან.

2. თხლად სიგრძეზე დაჭერით ყველი და ლორი. აიღეთ ორი მართკუთხა ფორმა, ჩააფინეთ საკვების ცელოფანი.

3. მოათავსეთ 2 დაბეგვილი ხორცი ისე რომ ფორმის კედლებზეც იყოს მოფენილი. წაუსვით მარილი და პილპილი. მოათავსეთ ყველისა და ლორის ფენა, დააფინეთ ზემოდან კედლებზე მიკრული ხორცი.

4. გაიმეორეთ იგივე, სანამ ინგრედიენტები არ დამთავრდება. შემდეგ ფრთხილად შეაერთეთ ორივე ფორმის შემადგენლობა და შეახვიეთ ცელოფანში.

5. შეინახეთ ხორცი მაცივარში 2 საათით. ამოავლეთ ხორცი ჯერ ფქვილში, შემდეგ ათქვეფილ კვერცხში და ბოლოს საფანელში.

6. ღრმა ტაფაში ჩაასხით ზეთი ფრიტიურის მსგავსად, გაახურეთ და შეწვით ხორცი ორივე მხრიდან სანამ შეიბრაწება.

7. შემდეგ შედგით 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1 საათით.

“კორდონ ბლუ” XXL შესანიშნავი კერძია დიდი წვეულებისთვის. მადისაღმძვრელი ქერქი, უნაზესი შიგთავსი და წელვადი ყველი გულგრილს არავის დატოვებს. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ მეგობრებს რეცეპტი!