იდეალურად დაჭრილი ბოსტნეული ოლივიესთვის მხოლოდ 10 წუთში. მარტივი ხრიკი

501

ზოგჯერ ისე ხდება, რომ მკაცრად რეცეპტით ამზადებთ, ყველა ინგრედიენტის რაოდენობას ზომავთ, მაგრამ სასურველ კერძს ვერ იღებთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი შეგიძლიათ პროდუქტის ხარისხს ან ძველ ღუმელს დააბრალოთ. ზოგჯერ პრობლემა გაცილებით მარტივად შეგიძლიათ მოაგვაროთ. უბრალოდ ბოსტნეულის დაჭრის მეთოდები შეისწავლეთ და მათგან ყველაზე შესაფერისი ამოარჩიეთ.

ბოსტნეულის დაჭრის მეთოდები

კუბები

ბადრიჯნის, ყაბაყის და კარტოფილის დასაჭრელად გამოიყენება. ბოსტნეულს ასე სალათისა და ბუტერბროდისთვის ჭრიან. კუბების ზომა კონკრეტულ შემთხვევაზეა დამოკიდებული. პატარა კუბები შესაწვავად, სუპპიურეს ან ბუტერბროდისთვის გამოგადგებათ.

საშუალო კუბები სალათების, ბოსტნეულის წვნიანებისა და მობრაწულისთვის გამოიყენება. ცხელი სალათებისთვის კუბები უფრო მსხვილი უნდა იყოს, მაიონეზიანი სალათებისთვის უფრო პატარა.

ბოსტნეულს მსხვილ კუბებად ჭრიან რაგუსთვის, შემწვარი და მოთუშული კერძებისთვის. მაგალითად, ხახვის დასაჭრელად ფესურა არ მოაჭრათ და რამდენიმე ჰორიზონტალური ჩანაჭერი, პირიდან ფესვამდე გააკეთეთ. შემდეგ მიღებული ზოლები კუბებად დაჭერით.

ზოლები

გამოგადგებათ სალათის, ფლავის, მოთუშული ბოსტნეულის, რაგუს და შემწვარი კერძების შემთხვევაში. სტაფილოს, ყაბაყის, ჭარხლის, პატისონის მოგრძო ზოლები სხვადასხვა ბოსტნეულის გარნირის მოსამზადებლად გამოიყენება. ბოსტნეულს ზოლებად ფრიტიურში შესაწვავად, ბორშში, მარილწყალში, წვნიანში ან ღვეზელის შიგთავსში დასამატებლად ჭრიან.

ფირფიტები

ბოსტნეულს ჯერ შუაზე ჭრიან, შემდეგ საჭრელ დაფაზე დებენ და თხელ ფირფიტებად ჭრიან. ასეთი დაჭრის მეთოდი გამოგადგებათ პომიდვრის, ჭარხლის, ბოლოკის შემთხვევაში.

რგოლები

მრგვალი ბოსტნეულის შემთხვევაში გამოგადგებათ. ესაა კიტრი, ბულგარული წიწაკა, სტაფილო, პომიდორი, ჭარხალი, ბადრიჯანი. გარნირისა და რაგუსთვის სქლად ჭრიან. კერძის გასაფორმებლად თხელი უნდა იყოს.

ბოსტნეულის დაჭრის საიდუმლო ხრიკი ოლივიესთვის

გიზიარებთ მარტივ ხრიკს, რომლის დახმარებით ოლივიეს მომზადებაზე დროს დაზოგავთ. აღმოჩნდა, რომ თუ ბოსტნეულს გათლით და დაჭრით, შემდეგ კი მოხარშავთ, რამდენიმე უპირატესობას მიიღებთ.

პირველ რიგში, კარტოფილი და სტაფილო უმად უკეთ იჭრება. კუბები სუფთა და იდეალურად თანაბარი გამოდის, ერთმანეთს არ ეკვრის და არ იშლება. მეორეც, დაჭრილი ბოსტნეული სწრაფად და თანაბრად იხარშება.

მესამეც, ხარშვისას მარილი და შაქარი დაუმატეთ. ზოგიერთი დიასახლისის რწმუნებით, ასე ბოსტნეულის გემო უმჯობესდება. გემოსა და ფერზე არ კამათობენ, მაგრამ გირჩევთ სალათის ამ მეთოდით მომზადება სცადოთ.