იაფიანი მაკარონები – გემრიელი პასტა. იტალიელი ქალი უძველეს საოჯახო რეცეპტს გვანდობს

3394

რამდენ ადამიანსაც არ უნდა ვთხოვოთ ღუმელში გამომცხვარი ხორციანი მაკარონის რეცეპტი, ყველას სხვადასხვა აქვს. ზოგი განსაკუთრებულ სუნელებს ამატებს, ზოგი კი გემრიელი კერძის საიდუმლოდ ნამდვილ იტალიურ პასტას მიიჩნევს. ბევრი ყიდულობს წვნიან კარგ ფარშს, ერთეულები კი განსაკუთრებულ სოუსს ამზადებს. ამ უკანასკნელებს მიეკუთვნება იტალიელი ჯინა, რომელიც ძალიან კარგ რეცეპტს გვიზიარებს.

მაკარონი ფარშითა და ყველით ღუმელში – მისი ოჯახის საყვარელი კერძია. ბებია ჯინა, როგორც მას ოჯახის წევრები მიმართავენ, ფარშთან და ყველთან კიდევ ერთ ინგრედიენტს უმატებს. და თუ რომელს, იხილეთ რეცეპტში.

ინგრედიენტები

  • ზეითუნის ზეთი გემოვნებით
  • 1 ც ხახვი
  • 500 გრ ღორის ხორცის ფარში
  • 2 კბ ნიორი
  • 250 მლ ტომატის სოუსი
  • 2 ს.კ. ბაზილიკი
  • 400 გრ მაკარონი
  • 200 გრ მშრალი ბარდა
  • 100 გრ მაგარი ყველი
  • 3 კვერცხი
  • 100 გრ მოცარელა
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით ხახვი, მოთუშეთ ღრმა ქვაბში ზეითუნის ზეთში, დაუმატეთ გაფცქვნილი ნივრის კბილები, როცა ხახვი დარბილდება, ამოიღეთ ნიორი. დაამატეთ ფარში და მოამზადეთ სანამ არ გამუქდება.

2. დაასხით ტომატის სოუსი, დაუმატეთ მარილი, შავი პილპილი და ბაზილიკი. ხარშეთ სანამ ტომატის სოუსი არ შესქელდება, დაახლოებით 1 სთ.

3. მოხარშეთ მაკარონი, შეურიეთ ბარდა.

4. მოხარშეთ კვერცხები, ორი მათგანი წვრილად დაჭერით და დაამატეთ მაკარონს. დაუმატეთ ცოტაოდენი ხორცის სოუსი და მოურიეთ.

5. დაასხით საცხობ ფორმაზე ხორცის სოუსის ნაწილი, ზემოდან მოაყარეთ მაკარონი და ბარდა. მოაყარეთ გახეხილი მაგარი ყველი და მოცარელას ნაჭრები. დაასხით დარჩენილი ხორცის სოუსი, დააწყვეთ როგლებად დაჭრილი მოხარშული კვერცხი, დააფარეთ ფოლგა.

6. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით, მოხსენით ფოლგა და კვლავ 15 წუთით შედგით.

იდეაში, ეს კერძი ღრმა და ფართო თეფშზე უნდა მიირთვათ. ამგვარად კერძი ტემპერატურას უკეთ ინარჩუნებს. მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!