ხორცი პომიდვრით, ხახვით, ყველით და სანელებლებით. გამოდის ძალიან გემრიელი და არომატული.
ინგრედიენტები
- ქათმის ფილე 600გ
- ხახვი და პომიდორი 1-2 ცალი
- მოხარშული კვერცხი 3 ცალი
- წიწაკა, პაპრიკა, სანელებლები
- მწვანილი
- ყველი 150გ
- ნიოირი 2-3 კბილი
- მაიონეზი 2 სუფრის კოვზი
- მცენარეული ზეთი 1 სუფრის კოვზი
მომზადება
- გარეცხეთ და გააშრეთ ხორცი. დაჭერით წვრილად და დაბეგვეთ.
- მოაყარეთ მარილი, წიწაკა, სანელელები, პაპრიკა და წაუსვით ზეთი.
- დაასვენეთ 20 წუთი.
- დაჭერით ხახვი, პომიდორი და მწვანილი. ბოსტნეულს დაუმატეთ მწვანილი.
- დაუმატეთ გახეხილი ყველი, დაჭრილი ხახვი, დაჭყლეტილი ნიორი და მაიონეზი.
- მოურიეთ.
- ცხიმიან ფორმაზე გადაანაწილეთ ხორცი, ზემოდან მოათავსეთ ბოსტნეულის მიქსი. მოაყარეთ გახეხილი ყველი.
- გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 20 წუთი.
გემრიელად მიირთვით!