თუ სახლში არ გაქვთ პური, გამოსავალი არსებობს! შეწვით ძალიან ფაფუკი პიშკები და დატკბით

916

გაახარეთ თქვენი ახლობლები პიშკებით.

ეს რეცეპტი ძალიან დაგეხმარებათ ამ დესერტის სწორად მომზადებაში.

პიშკებს მიეცით თქვენთვის სასურველი ფორმა.

ინგრედიენტები

  • 250გ კეფირი
  • 5 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 1/2 ჩაის კოვზი მარილი
  • 2 უფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 1 კვერცხი
  • 4 ჭიქა ფქვილი
  • 1 შეკვრა ვანილი

მომზადება

1.გაცერით ფქვილი და ვანილი.

2.კეფირს დაუმატეთ სოდა და დაელოდეთ 10 წუთი.

3.ათვიფეთ კვერცხი მარილი, შაქარი და ზეთი. კარგად მოურიეთ.

4.კვერცხის მასა შეაერთეთ კეფირთან და კარგად მოურიეთ.

5.ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი.

6.ცომი არ უნდა გეკრობოდეთ ხელზე. შეგიძლიათ წაუსვათ ცოტა ზეთი.

7.სამუშაო მაგიდა დაამუშავეთ ფქვილით და გააბრტყელეთ 2სმ სისქის ცომი. ამოჭერით სასურველი ფორმები.

8.შეწვით მცენარეულ ზეთზე ორივე მხრიდან. პიშკებს ძალიან უხდება არაჯანი, ჯემი და მურაბა.

გემრიელად მიირთვით!