თუ ასეთ ხორცს წააწყდებით არ შეიძინოთ. აი რას ნიშნავს ეს თეთრი ზოლები ქათმის ფილეზე..

5055

ქათმის ხორცი – ეს არის ცილების დიდი წყარო. მაგალითად, კუბიკებად დაჭრილი ერთი ჭიქა ქათმის ფილე შეიცავს 43 გრამ ცილას, რომელიც ხელს უწყობს კუნთების მასის გაძლიერებას. ამიტომ, ყველა შეგნებული ადამიანი ირჩევს ქათმის ხორცს. ასევე, ამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისიც, რომ მისი ფასი ხელმისაწვდომია.

თუმცა, ოქსფორდის აკადემიის ბოლო მოხსენება იმაზე მეტყველებს, რომ ქათმის ფილეზე თეთრი ზოლების რაოდენობა და ზომა სულ უფრო და უფრო იზრდება. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ზოლები სრულიად უსაფრთხოა, ისინი მიუთითებენ იმაზე, რომ ქათამი ძალიან სწრაფად გაიზარდა.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში A – თი გამოსახულია ნორმალური ქათმის ფილე, თეთრი ზოლი ძალიან პატარაა, თითქმის არ არის. B –ში ზოლების ზომა ზომიერია, ხოლო რაც შეეხება C-ს, საკმაოდ დიდია. რაც უფრო დიდია ზოლების ზომა, მით უფრო მეტია ფილეში ცხიმის შემცველობა (22% ით მეტი, ვიდრე ისეთ ხორცში, რომელშიც საერთოდ არ არის თეთრი ზოლი).

ოქსფორდის აკადემია იუწყება, რომ ქათმების ზრდის მაჩვენებელი 1957 წელთან შედარებით 400% -ით გაიზარდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს ზრდა დიდწილად ეფუძნება გენეტიკას, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ეს ჰორმონების ბრალიცაა.

ფერმერები თავიანთ ქათმებს აძლევენ ჰორმონებს, რაც იწვევს მათ ავადმყოფობას, მათი საკვებად გამოყენება – კი კუნთების დისფუნქციის გამომწვევია. ქათმის ხორცი გემრიელია, თუმცა არ დაგავიწყდეთ ყიდვის წინ მისი შემოწმება!

გასტრონომია-ს რედაქცია გისურვებთ ჯანმრთელობას!