თეთრი ტორტი – საოცრად გემრიელი დესერტია, რომელზეც გიჟდებიან ბავშვები.
ამ დესერტმა უდიდესი პოპულარობა მისი დიზაინითა და მზადების მარტივი ხერხით მოიპოვა.
თქვენი სტუმრების გაოცება ამ დესერტით ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.
ინგრედიენტები
ცომისთვის
- ხორბლის ფქვილი 240გ
- რძე 650მლ
- შაქარი 90გ
- კარაქი 50გ
- კვერცხი 4 ცალი
- მწვანე იაპონური ჩაის “მაჩატა” – 10გ
კრემისთვის
- 35% ნაღები 600მლ
- შაქარი 100გ
- ვანილი 4გ
მომზადება
- ღრმა ჯამში მოათავსეთ ფქვილი და ჩაი, რომელიც დესერტს მწვანე შეფერილობას აძლევს.
- შეგიძლიათ სხვა სახლის ფქხვნილი გამოიყენოთ ფერის მისაცემად.
- ფქვილისა და ჩაის მასა გამოწურეთ და დაუმატეთ შაქარი. კარგად მოურიეთ.
- მიღებულ მასაში ჩატეხეთ კვერცხი.
- მასას ურიეთ იქამდე სანამ არ გახდება სრულიად ერთგვაროვანი.
- ნელ-ნელა ჩაასხით რძე, არ შეწყვიტოთ თქვეფა.
- მიღებული მასა უნდა იყოს საკმაოდ თხელი.
- ცომს დაუმატეთ გამღვალი კარაქი. ისევ კარგად მოურიეთ.
- მიღებული ბლინის ცომი გამოწურეთ.
- სუფთა ცომი დაასვენეთ 30 წუთი.
- დაიწყეთ ცხობა. კარგად გააცხელეთ ტაფა, წაუსვით ცოტა ზთი.
- ბლინები შეწვით სტანდარტულად.
- ეცადეთ ბლინის სისქე მაქსიმალურად დაათხელოთ.
- გრილი ნაღები მოათავსეთ ჯამში შაქარტან და ვანილტან ერთად, ათქვიფეთ.
- 30 წუთი შეინახეთ მაცივარში.
- ბლინები დაჭერით ერთ ზომაზე.
- მითითებული ინგრედიენტებით უნდა გამოგივიდეთ 15 ცალი.
- დაიწყეთ აწყობა – თითოეულ ბლინს წაუსვით კრემი და მოატავსეთ ერთმანეთზე.
- ბოლო ბლინს არ წაუსვათ კრემი.
- მზა ტორტი მოათავსეთ მაცივარში 2 საათი.
- გრილ ტორტს ზემოდან მოაყარეთ ჩაი “მაჩატა”.
გემრიელად მიირთვით!