თათარბერაკი ერთგვარი ატრიაა, რომელიც მრავალი ქვეყნის სამზარეულოში მზადდება. საქართველოში ის ყველაზე პოპულარული მესხეთ-ჯავახეთშია, სადაც კერძებში მოხარშული ცომის გამოყენების განსაკუთრებული ტრადიციაა. გიზიარებთ რეცეპტს.
ინგრედიენტები:
- ფქვილი – 500 გ
- წყალი – 220 მლ
- ნიორი – 3-4 კბილი
- მაწონი – 400 მლ
- ხახვი – 2 თავი
- ერბო ან კარაქი – 100 გ
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ფქვილით, წყლითა და მარილით მოზილეთ მაგარი ცომი. გააბრტეყელეთ დაახლოებით 0,5 სმ სისქეზე და დაჭერით რომბებად. ჩაყარეთ ადუღებულ მარილწყალში და ხარშეთ, სანამ ცომი ზედაპირზე არ ამოტივტივდება.
- დაჭერით ხახვი წვრილად და კარგად მოშუშეთ ერბოსა და კარაქში, დაამატეთ გახეხილი ნიორი და მარილი, შემდეგ დაამატეთ მაწონი და აურიეთ.
- მოხარშული ცომი გადაიტანეთ სოუსიან ტაფაში და კარგად ამოურიეთ.
ულუფა: 8-10
მომზადების დრო: 2 საათი
დონე: 2
სულ ესაა, მესხური კერძი მზადაა. გემრიელად მიირთვით! გაგვიზიარეთ კომენტარებში თუ თქვენც ხშირად ამზადებთ ამ უგემრიელეს ატრიას.