ზარმაცული აჩმა. სწრაფი და გემრიელი კერძი ცომის მოზელის და გაწელვის გარეშე

1520

აჩმა ქართული ყველიანი ღვეზელია, რომელიც ბევრი თხელი ცომის ფენით მზადდება. კერძი შრომატევადია, ამიტომ დიასახლისები საქმეს ამარტივებენ და აჩმის ზარმაცულ ვარიანტს სომხური ლავაშით აკეთებენ. Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ნაზი, წვნიანი და გემრიელი აჩმის მომზადების ზარმაცულ მეთოდს.

ინგრედიენტები:

  • 150 გრ თხელი სომხური ლავაში
  • 2 კვერცხი
  • 200 გრ არაჟანი
  • 150 გრ სულგუნი
  • 300 გრ ხაჭო
  • 0,25 ჩ/კ მარილი
  • მწიკვი დაფქული წიწაკა

მომზადების წესი:

1. ყველა ინგრედიენტი მოამზადეთ. სულგუნის ნაცვლად მოცარელა ან ხმელი ყველი გამოიყენეთ.

2. თასში კვერცხი ჩატეხეთ, არაჟანი, მარილი და დაფქული წიწაკა დაუმატეთ.

3. ჩანგლით აურიეთ.

4. ლავაში ნაჭრებად დაჭერით. ერთ–ერთი მათგანი ფორმაში მთლიანად ჩადეთ, კუთხეებში ჩაკეცეთ, დანარჩენი 15×20 სმ ფორმებად დაჭერით.

5. ლავაშის დიდი ფურცელი ფორმაში ჩადეთ. ფუნჯით არაჟანი–კვერცხის ნარევი უხვად წაუსვით.

6. ხაჭო და გახეხილი სულგუნი მოაყარეთ.

7. ზემოდან ლავაშის მეორე ფენა დააფინეთ და ფენების დადება გააგრძელეთ, სანამ ინგრედიენტები არ დაგიმთავრდებათ. კუთხეები ზემოთ მოხარეთ.

8. ფორმის ზომა ბოლო ფურცელი დააფინეთ, დარჩენილი კვერცხის მასა მოასხით და სულგუნი მოაყარეთ.

9. 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით აცხვეთ. ზედა ნაწილი მოწითალო უნდა იყოს.

10. ზარმაცული აჩმა მზადაა. გემრიელი ღვეზელი როგორც თბილი, ასევე ცივი გემრიელია.

11. ულუფებად დაჭერით და სუფრაზე გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!