ეს გემრიელი, ნოყიერი, უჩვეულოდ მადის აღმძვრელი კერძი თქვენი დამხმარე ნამდვილად გახდება! ქათმის ფეხები ბრინჯში – პროდუქტების წაუგებელი კომბინაციაა, შევსებული არომატული ბოსტნეულით და სანელებლებით.
წინასწარი მომზადების მთელი პროცესი 20 წუთს წაგართმევთ, ხოლო დანარჩენს ღუმელი თავად გააკეთებს. თქვენ ისღა დაგრჩენიათ სალათი დაჭრათ, რომ სანაქებო ოჯახური ვახშამი გამოვიდეს!
გამომცხვარი ქათმის ფეხები
ინგრედიენტები:
- 6-8 ქათმის ფეხი
- 2 სტაფილო
- 2 ხახვი
- 1 დაკონსერვებული ქილა სიმინდი
- 1 ჭიქა (200 მლ) გრძელი ბრინჯი
- 500 მლ მდუღარე წყალი ან ბულიონი
- მარილი, წიწაკა, სანელებლები გემოვნებით
- მცენარეული ზეთი შესაწვავად
მომზადება:
1. ქათმის ფეხები გარეცხეთ, ქაღალდის პირსახოცით გაამშრალეთ, სანელებლები წაუსვით. მაგალითად, პაპრიკის, კარის და შავი წიწაკის ნარევი. დასამარინადებლად გააჩერეთ.
ქათმის ხორცის გემოს შესანიშნავად ხნის მშრალი მდოგვი, კურკუმა, მაიორანი, თავშავა, რეჰანი, კოჭა, ქინძი, ხმელი ხახვი და ნიორი, მუსკატის კაკალი. ეს უკვე თქვენი სურვილის მიხედვით.
2. ხახვი გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით. სტაფილო ასევე გაასუფთავეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ.
3. ხახვი და სტაფილო ცოტა მცენარეულ ზეთში შეწვით. სიმინდის ქილა გახსენით, სითხე გადაასხით და ტაფაზე ხახვთან და სტაფილოსთან ერთად მოათავსეთ, აურიეთ. სუსტ ცეცხლზე შეწვით.
4. ამ დროში ბრინჯი კარგად გარეცხეთ და ტაფაზე ბოსტნეულს დაუმატეთ, რომ ბოსტნეულის წვენით და ზეთით გაიჟღინთოს.
5. ბოსტნეული ბრინჯთან ერთად (30×40 სმ ზომა გამოდგება) საცხობ ტაფაზე მოათავსეთ, თანაბრად გადაანაწილეთ, მარილი გემოვნებით მოაყარეთ, ბულიონი ან წყალი დაასხით.
6. ამ ერთგვარ ბალიშზე უკვე დამარინადებული ქათმის ფეხები მოათავსეთ. საცხობი ფოლგა დააფარეთ და 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში აცხვეთ. კერძი 40 წუთით აცხვეთ, შემდეგ ფოლგა მოაშორეთ და კიდევ 15-20 წუთით აცხვეთ, რომ ქათმის ფეხები შეწითლდეს.
წვნიანი ქათმის ხორცი და გემრიელი გარნირი ერთ თეფშზე. ცხობის დროს ბრინჯი ყველა წვენით იჟღინთება და უჩვეულოდ არომატული გამოდის. საქმე გვერდზე არ გადადოთ, ეს კერძი დღესვე მოამზადეთ!
უჩვეულოდ გემრიელი კერძის ახალი რეცეპტი მეგობრებს გაუზიარეთ!