კლასიკური სამზადისი ზამთრისთვის უკვე დაიწყო!
ამ სალათის გარეშე ზამთარი უბრალოდ ვერ წარმომიდგენია.

ინგრედიენტები
- სტაფილო 800გ
- ხახვი 500გ
- ბულგარული წიწაკა 1კგ
- პომიდორი 1კგ
- კომბოსტო 1კგ
- შავი წიწაკა 40გ
- მზესუმზირის ზეთი 8 სუფრის კოვზი
- მარილი 8 ჩაის კოვზი
- შაქარი 8 სუფრის კოვზი
- ძმარი 4 სუფრის კოვზი
მომზადება
1.თითოეულ ქილაში მოათავსეთ 5 მარცვალი წიწაკა და სტაფილო.

2.დაჭერით ხახვი მრგვლად, მოათავსეთ ქილაში. შემდეგი ფენა – დაჭრილი ბულგარული წიწაკა.

3.დააქუცმაცეთ კომბოსტო და გადაანაწილეთ ქილის კუთხეებში დაჭერით პომიდორი და მოათავსეთ ზემოდან.

4.თითოეულ ქილაში დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი.
5.მარინადის მოსამზადებლად თითოეული ქილისთვის – 1 ჩაის კოვზ მარილს დაუატეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი, 0,5 სუფრის კოვზი ძმარი და 4 სუფრის კოვზი წყალი. კარგად მოურიეთ.

6.დააფარეთ ქილებს თავსაფრები და მოათავსეთ ქვაბში. ადუღეთ 25 წუთი.

7.შეფუთეთ და დაელოდეთ გაგრილებას.
გემრიელად მიირთვით!








