ალბათ გეგონათ, რომ ისედაც მარტივად მოსამზადებელი პიცის გამარტივება არ შეიძლებოდა, მაგრამ დღეს ჩვენ გასწავლით ხორცის ნამცხვრის მომზადებას, რომლისთვისაც საჭიროა იგივე ინგრედიენტები, მაგრამ გაცილებით ნაკელბი დრო და ენერგია. მითუმეტეს გემოებით ეს ორი კერძი დიდად არ განსხვავდება.
დღეს ჩვენ თქვენთან ერთად მოვამზადებთ უგემრიელეს ხორცის ნამცხვარს მარტივად და სწრაფად.
ინგრედიენტები
- 300გ ხორცის ფარში
- 1 ხახვი
- 1 სუფრის კოვზი მანანის ბურღული
- 2 ჩაის კოვზი მარილი
- შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით
- 2 კვერცხი
- 250გ არაჟანი
- 120გ ფქვილი
- 2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
მომზადება
1.ამ ნამცხვრისთვის ჩვენ არ გამოგვადგება უბრალო ცომი. მისი მომზადება ძალიან მარტივია.
უბრალოდ აიღეთ ღრმა ჯამი, ჩატეხეთ მასში კვერცხი, დაუმატეთ მარილი და არაჟანი. მოურიეთ ინგრედიენტებს, შემდეგ ათქვიფეთ მიქსერით დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში.
2.ჯამში არსებულ მასას დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, გააგრძელეთ მიქსერით თქვეფა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
3.გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით ხახვი.
სუფთა ჯამში მოათვსეთ ხორცი და დაუმატეთ ხახვი, მანანის ბურღული, მარილი, წიწაკა.
4.მიღებული მასისგან შექმენით ერთნაირი ბურთულები და მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე.
5.ბურთულებს მოასხით ცომი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.
6.ნამცხვარი გამოაცხვეთ 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ შეიხედეთ ღუმელში და გაზარდეთ ტემპერატურა 250 გრადუსამდე, გამოაცხვეთ დამატებით 5 წუთი, რათა წვენი კარგად ამოშრეს.
სულ ეს არის, უგემრიელესი ხორცის ნამცხვარიც მზად არის. გემრიელად მიირთვით!