ზაფხულის ცხელ დღეებში ყოველთვის გვსურს მივირთვათ რაიმე სასარგებლო, ცივი და გამაგრილებელი სასმელი, რომელიც ასეთი დღეების გადატანაში დაგვეხმარება. ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ ბურახის შესანიშნავ რეცეპტს, რომელიც ძალიან სწრაფად მზადდება.
ინგრედიენტები
- 3 ლ წყალი
- 1 ს.კ. ვარდკაჭკაჭა
- 2/3 ჭიქა შაქარი
- 1 ჩ.კ. ლიმონმჟავა
- 12 ც ქიშმიში
- 2 ჩ.კ. საფუარი
- 6 ც პიტნის ფოთლები
მომზადების წესი
- ამ სასმელის მოსამზადებლად მხოლოდ 1 საათი დაგჭირდებათ.
- შაქარი, ვარდკაჭკაჭა და ლიმონმჟავა ჩაყარეთ ქილაში, დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი და კარგად მოურიეთ. გააცივეთ ნარევი ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ დაუმატეთ მშრალი საფუარი, ქიშმიში, პიტნის ფოთლები (სურვილისამებრ) და კიდევ 2 ლიტრი თბილი წყალი. გააცივეთ ნაზავი და შედგით მაცივარში თუნდაც 1 საათით. გემრიელად მიირთვით!
- 3 ლიტრი გაფილტრული ან გაცივებული გადადუღებული წყალი
- 1 ჭიქა შაქარი
- 1 ჩ.კ. ლიმონმჟავა
- ნახევარი ჩ.კ. მშრალი საფუარი
- 2 ჩ.კ. თხევადი ვარდკაჭკაჭა (იგი ქილებით იყიდება)
ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს და ორ ქილაში მოათავსეთ. დღენახევრის შემდეგ ბურახი მზად იქნება, შეგიძლიათ იგი მაცივარში შეინახოთ. გემრიელად მიირთვით!