ზამთრის კერძი – ბადრიჯნის რულეტები

1172

დედაჩემს ძალიან უყვარს ბადრიჯანი, მის გასახარებლად ამ ბოსტნეულს უამრავი ხერხით ვამზადებ.

დამარინადებული ბოსტნეული ძალიან გემრიელია და სასარგებლოა.

ინგრედიენტები 1ლ ქილისთვის

  • 50გ ბადრიჯანი
  • 1 სტაფილო
  • 4 კბილი ნიორი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • მწვანილი
  • წიწაკა
  • 2 ჩაის კოვზი შაქარი
  • 1 ჩაის კოზი მარილი
  • 1 ჩაის კოვზი მზესუმზირის ზეთი
  • 0,5 ჩაის კოვზი ძმრის ესენცია
  • წყალი

მომზადება

1.კარგად გარეცხეთ ბადრიჯანი და გააშრეთ. სუფთა ბადრიჯანი დაჭერით.

დაჭრილი ბადრიჯანი მოათავსეთ თეფშზე, მოაყარეთ მარილი და დაელოდეთ 20 წუთი. დროის გასვლის შემდეგ გარეცხეთ და ისევ გაამშრალეთ.

2.გაასუფთავეთ სტაფილო და გარეცხეთ წიწაკა. წვრილად დაჭერით ბოსტნეული და მოათავსეთ ცალკე ჭურჭელზე.

ტაფაზე დაასხით ზეთი და შეწვით ორივე მხრიდან ბადრიჯანი.

3.თითოეულ ბადრიჯანზე მოათავსეთ წიწაკა, სტაფილო და მწვანილი. დაახვიეთ რულეტისებურად.

4.ილაში მოათავსეთ ბადრიჯნის რულეტები, ნიორი, წიწაკის კაკლები.

5.დაუმატეთ შაქარი, მარილი, ძმრის ესენცია. ჩაასხით ცხელი წყალი და დააფარეთ თავსაფარი.

შეინახეთ გრილ ადგილას.

გემრიელად მიირთვით!