ეს სალათი ძმრის გარეშე. საუკეთესო დანამატია მეორე კერძისთვის. სადღეასწაულო მაგიდასაც ძალიან უხდება.
ინგრედიენტები
- ბადრიჯანი 2კგ
- ბულგარული წიწაკა 1კგ
- პომიდორი, ხახვი, სტაფილო 700გ
- ვაშლი 400გ
- მწვანე ხახვი
- წიწაკა
- მცენარეული ზეთი 250მლ
- მარილი 2 სუფრის კოვზი
მომზადება
- კარგად გარეცხეთ ბოსტნეული.
- დაჭერით ხახვი, წიწაკა, პომიდორი, ხოლო სტაფილო გახეხეთ.
- კუბიკებად დაჭერით ბადრიჯანი.
- გააერთიანეთ ბოსტნეული და დაუმატეთ ვაშლის კუბიკები.
- თუ თქვენ სპეციფიური გემოს მქონე ბადრიჯანი გაქვთ, მაშინ მოაყარეთ მარილი და 15 წუთში გარეცხეთ.
- მოთუშეთ ბოსტნეული საშუალო ცეცხლზე, მოაყარეთ მარილი და მოასხით ზეთი.
- მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი, მოურიეთ.
- მოთუშეთ 50 წუთი, პერიოდულად ურიეთ.
- დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, შავი წიწაკა და მოთუშეთ კიდევ 5 წუთი.
გაასტერილეთ ქილები თქვენთის მოსახერხებელი მეთოდით.
გადაანაწილეთ სალათი ქილებში, დააფარეთ თავსაფარი, შეფუთეთ და დაელოდეთ გაგრილებას.
შეინახეთ გრილ ადგილას.
გემრიელად მიირთვით!