ვერცხლისფერი კარპი პომიდორთან ერთად

1477

ხორცი – ფრანგულად, გამომცხვრი ტკბილი ყველის ქვეშ, დიდი ხანია გახდა მაგიდის კლასიკური სამშვენისი. რატომაც არ უნდა სცადოთ ხორცის მაგივრად თევზის გამოყენება? თანაც არ არის აუცილებელი თევზი იყოს ძვირადღირებული.

მერწმუნეთ ამ რეცეპტით მომზადებული ვერცხლისფერი კარპი, არაფრით არ ჩამოუარდება სხვა ძვირადღილებულ და ეგზოტიკურ თევზებს. ამ თევზს აქვს საკმაოდ ცხიმიანი ხორცი დამახასიათებელი გემოთი, ამიტომაც არ ღირს მისი გადატვირთვა ზედმეტი დანამატებით. არაჟანი წვნიანობისათვის, პომიდორი პიკანტურობისა და სიჟავისათვის ხოლო ყველი ამ კერძს ჰმატებს ნაღების საოცარ გემოს.

არომატული, ფაფუკი, პირში დნობადი კერძი ძალიან მოეწონებათ თქვენს სტუმრებს. არ დაელოდოთ რაიმე მიზეზს მის მოსამზადებლად, ეს კერძი ყოველდღიურ კვების რაციონს აუცილებლად დაამშვენებს.

ინგრედიენტები

  • ვერცხლისფერი კარპი 1,5-2კგ
  • პომიდორი 4 ცალი
  • ყველი 300გ
  • ლიმონი 1 ცალი
  • არაჟანი 200გ
  • კამა გემოვნებით
  • ოხრახუში გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • თევზის სანელებლები 1 სუფრის კოვზი

მომზადება

1.თევზი გარეცხეთ, გაარჩიეთ და დაჭერით. მოათავსეთ ჯამში, მოასხით ლიმონის წვენი, მოაყარეთ მარილი და თევზის სანელებლები. დაელოდეთ 10 წუთი.

2.წვრილად გახეხეთ ყველი, დაჭერით მწვანილი, ყველაფერი კარგად აურიეთ. დაჭერით პომიდორი მრგვლად.

3.თევზის ნაჭრები მოათავსეთ ფორმაზე, წაუსვით არაჟანი. ზემოდან დაალაგეთ პომიდვრის რგოლები, მოაყარეთ მწვანილისა და ყველის ნაზავი.

4.გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთის განმავლობაშ.

ამ კერზს ძალიან უხდება მოხარშული ჭარხალი, კარტოფილის პიურე ან ბოსტნეულის სალათი. გემრიელად მიირთვით!