ვეგანური ნაყინი – ნაყიდი ნაყინის გემო დამავიწყდა, ვამზადებ დესერტს ნატურალური ინგრედიენტებისგან

892

უკვე დიდიხანია, რაც უარი ვთქვი ცხოველურ ნაწარმზე. ამიტომაც ძალიან ხშირად ვეძებ ინტერნეტ სივრცეში ვეგანურ რეცეპტებს. დღეს მინდა შვიირს ფანტელისგან მომზადუბულ ნაყინზე მოგიყვეთ.

ამ რეცეპტში ვერ შეხვდებით კვერცხს, რძეს ან სხვა მსგავს ცხოველურ პროდუქტს.

ინგრედიენტები

  • 170გ შვრიის ფანტელი
  • 170გ ქეშიუ
  • 300მლ მცენარეული რძე
  • 1 შეკვრა ხსნადი ყავა
  • 50-70გ შავი შოკოლადი
  • 6-10 ფინიკი

მომზადება

1.დესერტის მომზადების დაწყებას საღამოს გირჩევთ. ქეშიუს დაასხით წყალი. ამ მეთოდის დახმარებით ქეშიუს მოშორდება ფიტინის მჟავა, რომელიც სარგებელის მიღებაში გვიშლის ხელს.

2.დილით დააქუცმაცეთ ქეშიუ ბლენდერით. ყავის საფქვავში დაფქვით შვრია. გაასუფთავეთ ფინიკი და დაუმატეთ ნიგოზს, ისევ ათქვიფეთ მასა. შაქრის როლს ამ რეცეპტში ფინიკი ასრულებს.

3.ცალკე ჯამში ნიგოზს დაუმატეთ ფინიკი, ფქვილი და მცენარეული რძე. ათქვიფეთ ინგრედიენტები, დაუმატეთ ხსნადი ყავა და ისევ ათქვიფეთ.

4.დააქუცმაცეთ შოკოლადი. დაუმატეთ ნიგვზის მასას. კარგად მოურიეთ და გადაიტანეთ ფორმაში. დააფარეთ პაკეტი ისე, რომ ეხებოდეს ზედაპირს.

5.შეინახეთ დესერტი მაცივარში. უგემრიელესი დესერტი მზად არის!

გემრიელად მიირთვით!