თაფლიანი ნამცხვარი თაფლაკვერს და კექსს გვახსენებს. ვეგანური ვარიანტი რძის და კვერცხის გარეშე გემრიელი გამოდის. თუ სანელებლების მოყვარული ხართ, ასეთი დესერტის სახლში გამოცხობა აუცილებლად უნდა სცადოთ.
Gastronomia.ge–ს რედაქცია თაფლიანი ნამცხვრის მარტივ რეცეპტს გიზიარებთ. ოჯახის წევრები კმაყოფილი დარჩებიან.
ინგრედიენტები:
- 3 ს/კ თაფლი
- 1 ჭიქა ჩია (ან წყალი ან წვენი)
- 0,5 ჭიქა კაკალი, ჩირი
- 1 ჭიქა შაქარი
- 0,5 ჭიქა მცენარეული ზეთი
- 2 ჭიქა ფქვილი
- 2 ს/კ კაკაო
- 1 ჩ/კ სოდა
- 0,5 ჩ/კ დარიჩინი
- მწიკვი მარილი
მომზადების წესი:
1. ჩაი მოადუღეთ და გააგრილეთ. შემდეგ სქელძირიან ქვაბში ჩაასხით. შაქარი, თაფლი და ზეთი დაუმატეთ. აურიეთ და სუსტ ცეცხლზე ხარშეთ. შაქარი ბოლომდე უნდა გადნეს. შემდეგ ქურას მოაშორეთ, სოდა დაუმატეთ და სათქვეფით აურიეთ.
2. ფქვილი და კაკაო ცალკე თასში აურიეთ. სანელებლები, მწიკვი მიხაკი დაუმატეთ და აურიეთ.
3. თხელი მასა დიდ თასში ჩაასხით და მარილი დაუმატეთ. ფქვილის ნარევი თანდათან დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
4. ბოლოს გემოვნებით დანამატები დაუმატეთ. მაგალითად, კაკალი და ჩირი ან ხმელი შტოში.
5. საცხობ ფორმას (30×22სმ) პერგამენტი დააფარეთ, ცომი ჩაასხით და გაასწორეთ. 180 გრადუსზე 30 წუთით აცხვეთ. ხის ჩხირით შეამოწმეთ, გამოცხვა თუ არა.
6. მზა ნამცხვარი გააგრილეთ, ნაჭრებად დაჭერით და სუფრაზე გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით.
ასეთი ნამცხვარი მეორე და მესამე დღეს კიდევ უფრო გემრიელია, მაგრამ ამის გამოცდა გაგიჭირდებათ. ცხელი ნამცხვარი იმდენად ჰაეროვანი და არომატულია, რომ ერთ დღეში დამთავრდება.