სწრაფი და მარტივად მოსამზადებელი დესერტები ნამდვილი მხსნელია საქმიანი დიასახლისებისთვის, რომელთაც ახალგამომცხვარი ტკბილეულით ოჯახის წევრების გახარება უყვართ. ყოველთვის არ გვაქვს დრო, რომ ბისკვიტი გამოვაცხოთ და სხვადასხვა კრემით ვითამაშოთ.
სწორედ ამიტომ, ვაშლის მაფინები, რომლის ცომიც სწრაფად მზადდება, იდეალური დესერტია. მხოლოდ ყველაზე ხელმისაწვდომი პროდუქტები დაგჭირდებათ. გემო ჩვეულ „შარლოტას“ გაგახსენებთ. ბავშვები არომატულ დესერტს ასეთ ფორმაში უფრო მონდომებით მიირთმევენ.
მაფინის ცომი კარგია იმით, რომ როგორც ვაშლით, ასევე სხვა შიგთავსით წარმოუდგენლად გემრიელი გამოდის. ამ დესერტისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ კენკრა, გარგარის ჩირი ან შოკოლადის ნატეხები. ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.
ინგრედიენტები:
- 1 კვერცხი
- 8 გ ვანილი
- 100 გ არაჟანი
- 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 50 გ შაქარი
- 50 მლ მზესუმზირას ზეთი
- 100 გ ხორბლის ფქვილი
- 2 ვაშლი
მომზადების წესი:
1. კვერცხი შაქართან და ვანილთან ერთად ათქვიფეთ.
2. 15%–იანი არაჟანი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.
3. სხვა თასში ფქვილი და გამაფხვიერებელი გაცერით. ათქვეფილ მასას დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.
4. მაფინის ფორმები აიღეთ, პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ და მზესუმზირას ზეთი წაუსვით. ცომი ფორმაში ჩაასხით, მაგრამ ბოლომდე არ გაავსოთ. ვაშლი ფირფიტებად დაჭერით და თითოეულ მაფინში ჩადეთ.
5. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით აცხვეთ.
ფუმფულა ვაშლის მაფინები მზადაა. ფორმიდან მარტივად ამოიღებთ, ამიტომ ამ ეტაპზე არ იდარდოთ. სუფრაზე გატანის წინ შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. ასე უფრო მადის აღმძვრელი გამოჩნდება!