ვაშლის ცხობილა – ეს კლასიკაა, რომელსაც ყოველთვის ვუბრუნდებით. საკონდიტრო ნაწარმებში ვაშლი ნამდვილად შეუცვლელი პროდუქტია. დღეს უმარტივეს დესერტის რეცეპტს გთავაზობთ!
ვასლის ცხობილა მზადდება საფუარიან ცომზე. მთავარია მზადება კარგი განწყობით დაიწყოთ და ყველაფერი აუცილებლად გამოგივათ.
ინგრედიენტები
- საფუარი 25გ
- სოდა 260მლ
- შაქარი 120გ
- ვანილი 3გ
- კარაქი 80გ
- მარილი 1 ჩაის კოვზი
- ხორბლის ფქვილი 570გ
- ვაშლი 2 ცალი
- კვერცხი 1 ცალი
მომზადება
1.თბილ წყალში გახსენით საფუარი, 80გ შაქარი და ვანილი. დაუმატეთ დარბილებული კარაქი და მარილი. მოურიეთ.
2.საფუარიან მასას მოაყარეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი, დაასვენეთ 10 წუთი.
3.ცომი გაყავით 12 ნაწილად. სეფუთეთ და დაასვენეთ 10 წუთი.
4.გათალეთ ვაშლი, ამოჭერით გული, გახეხეთ. მოაყარეთ შაქარი.
5.სამუშაო მაგიდას მოაყარეთ ფქვილი და გააბრტყელეთ ცომი. ცალ მხარეს დაჭერით ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.
6.გაუჭრელ მხარეს მოათავსეთ გულსართი. ჩაჭრილი მხარე გადმოაბრუნეთ და დააფარეთ გულსართს.
7.გადაიტანეთ საცხობ ზედაპირზე. დაასვენეთ 20 წუთი, გამოაცხეთ 30 წუთი 180 გრადუსზე.
გემრიელად მიირთვით!