ვაფლის ცომი ვაფელნიცისთვის

2755

გახსოვთ ვაფლის უგემრიელესი ხვეულები? ისინი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობენ. თუ თქვენ სახლში ვაფელნიცა გაქვთ, მათი მომზადება ძალიან მარტივდება.

დღეს ჩვენ შემოგტავაზებთ ვაფლისთვის იდეალური ცომის მომზადების რეცეპტს, რომელიც შეიცავს მინიმალურ ინგრედიენტებს.

ცომი ვაფლისთვის

ასეთი ვაფლები შეგიძლიათ მოამზადოთ, რაიმე შიგტავსით ან მის გარეშე.

ინგრედიენტები

  • 300გ ფქვილი
  • 5 კვერცხი
  • 1 შეკვრა მარგარინი
  • 1 ჭიქა შაქარი

მომზადება

1.პირველ რიგში მიქსერის ან ჩანგლის მეშვეობით შაქარი და მარგარინი კარგად გადაურიეთ ერთმანეთს.

2.დაუმატეთ კვერცხი და ისევ კარგად ათქვიფეთ.

3.შემდეგ დაუმატეთ გაცრილი ფქვილი. დაიყვანეთ თხელი არაჟნის კონსესტენციამდე.

4.პირველი ვაფლის ცხობისას ვაფელნიცას წაუსვით ცოტა ზეთი. გაახურეთ 4-5 წუთის განმავლობაშ.

ვაფელნიცის ძირზე დაასხით 2-3 სუფრის კოვზი ცომი და დააფარეთ თავზე.

5.ამ სახის ვაფლის მოსამზადებლად საჭიროა დახლოებით 20-30წმ-დან 1,5-3 წუთი. ყველაფერი თქვენს მოწყობილობაზეა დამოკიდებული.

6.ხვეულების გაკეთება უნდა იჩქაროთ. დაახვიეთ და დაიჭირეთ რამდენიმე წამით, ოდნავ მოგრილდება და შეინარჩუნებს ფორმას.

ამ მეთოდით მომზადებული ვაფლი ნამვილად გაგახსენებთ ბავშვობას. გემრიელად მიირთვით!