ვარენიკი ალუბლით – შეცდომები, რომელსაც დიასახლისები უშვებენ.

1346

როგორ მოვამზადოთ ვარენიკი ალუბლით? ტკბილი, არომატული კერძი, რომელიც ბავშვობასთან ასოცირდება.

ამ რეცეპტით უგემრიელესი ვარენიკები გამოგივათ!

ალუბლის ვარენიკები, მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ მოამზადოთ. გაყინული ან ცოცხალი ალუბლით.

 

მათი მომზადება არ არის რთული, მთავარია იცოდეთ ტექნიკა.

პოპულარული შეცდომები, რომელსაც ვარენიკის მზადებისას ვუშვებთ

1.არ გამოგდით ელასტიური ცომი

ვარენიკის ცომი აუცილებლად უნდა იყოს ელასტიური. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოხარშვისას გაიხლიჩება, ალუბლის წვენი გადმოიღვრება.

აუცილებელია ზუსტად დაიცვათ პროპორციები, გაცრათ ფქვილი, არ დაუმატოთ ცივი წყალი, ცომს დაუმატეთ ცოტა მცენარეული ზეთი, გაბრტყელებისას გამოიყენეთ მინიმალური რაოდენობის ფქვილი.

2.ახალმოზელილი ცომი არ გამოიყენოთ ვარენიკის მოსამზადებლად

დარწმუნებული ვარ, რომ ახალმოზელილი ცომით იწყებთ ვარენიკის მზადებას, ეს შეცდომაა! ის უნდა მოამრგვალოთ, დააფაროთ პაკეტი და დაელოდოთ 30 წუთი.

3.რათა შიგთავსი არ გადმოიღვაროს

პირველ რიგში თესლ გამოცლილი ალუბალი მოათავსეთ თუშფალანგში და დაელოდეთ მის დაწრეტას.

კულინარების ნაწილი გვირჩევენ ალუბალზე ფქვილის, სახამებლის, ან მანანის ბურღულის დამატებას. მეორე ბნაწილი თვლის, რომ ამით ჩვენ ალუბლის ნატურალურ გემოს გავაფუჭებთ.

4.ხარშავთ არასაკმარის წყალში

წყალში, რომელშიც ხარშავთ ვარენიკებს, არ უნდა შეწყვიტოს დუღილი.

5.არ ამარილებთ წყალს

ტკბილი ვარენიკის შემთხვევაშიც აუცილებელია წყლის დამარილება. მარილი აძლიერებს გემოებს.

ინგრედიენტები

  • 320გ ფქვილი
  • 320გ ალუბალი თესლის გარეშე
  • 180მლ ცხელი წყალი
  • 3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 3-4 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი მანანის ბურღული
  • მწიკვი მარილი

მომზადება

1.ალუბალს მოაშორეთ თესლი. დაელოდეთ წვენის ჩამოწრეტას.

2.ფქვილს დაუმატეთ ცხელი წყალი და მოურიეთ. მოასხით ზეთი და მოზილეთ ცომი.

3.გასუფთავებულ ალუბალს დაუმატეთ ერთი კოვზი მანანის ბურღული. ის შეიწოვს ალუბლის წვენს, ამიტომაც კერძი დარჩება წვნიანი, მაგრამ არ გადმოიღვრება ცომიდან.

4.გააბრტყელეთ ცომი.

5.ამოჭერით შესაბამის ზომებზე.

6.თითოეულზე მოათავსეთ ალუბალი, ცოტა შაარი და კარგად შეკარით ცომი.

7.მოხარშეთ მარილიან წყალში.

8.შეგიძლიათ წაუსვათ კარაქი ან მოაყაროთ შაქარი.

9.გემრიელად მიირთვით!