ვარდისფერი ოცნება ტკბილეულის ყველა მოყვარულისთვის – სახლში მომზადებული უგემრიელესი ჟოლოს კექსი

2188

ჩვენ ხშირად გვინდება ტკბილეული. რთული სამუშაო დღის შემდეგ, მივდივართ საცხობში, ვტოვებთ ბევრ ფულს და იქიდან ლამაზი ნამცხვრებით ვბრუნდებით. მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ შეგვიძლია სახლში მოვამზადოთ უგემრიელესი ნამცხვარი, იმაზე ნახევარ ფასად, ვიდრე საკონდიტროებში ვიხდით.

დარწმუნებულები იქნებით, რომ თქვენს მიერ მომზადებულ დესეტს, არ აქვს არანაირი დანამატი და საღებაში. მხოლოდ ნატურალური პროდუქტისგან მზადდება და რაც მთავარია, უგემრიელესია. მისი მომზადება სიამოვნებას მოგგვრით.

მასალები:

  • ჟოლო – 400 გრ
  • კვერცხი – 1 ცალი
  • ზეითუნის ზეთი – 75 მლ
  • ხაჭო – 150 გრ
  • ხორბლის ფქვილი – 200 გ
  • საცხობი ფხვნილი – 1 ჭიქა
  • მარილი გემოვნებით
  • შაქარი – 150 გ
  • ფორთოხლის წვენი – 3 ს.კ.

მომზადება:

1. ღრმა თასში ერთმანეთს შეურიეთ კვერცხი, ხაჭო და მცენარეული ზეთი. დაამატეთ ფქვილი, 100 გრამი შაქალი, საცხობი ფხვნილი და მარილი. ცალკე კონტეინერში მოათავსეთ ბაჭო, დაამატეთ ჟოლო 150 გრამი და აურიეთ.

2. ცომი ჩაასხით გამოსაცხობ ტაფაში და შედგით ღუმელში 20 წუთით 200 გრადუსზე.

3. დააბლენდერეთ 200 გრამი ჟოლო, 20 გრამი შაქარი და ფორთოხლის წვენი. მოასხით უკვე გამომცხვარ კექსებზე და ზემოდან მოათავსეთ ცოცხალი ჟოლო.

ნახეთ ვიდეო.

გამომცხვარ კექსებს ნამდვილად შეუძლია თქვენი და თქვენი ნათესავების გაოცება. მოამზადეთ გემრიელი ყავა ან ჩაი და მიირთვით. ეს კექსი თქვენი ფავორიტი გახდება. გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებს.