ვარდისფერი გრეიპფრუტისა და კამპარის გრანიტა – სამკურნალო ბალახებით მომზადებული საუცხოო დესერტი

1222

“კამპარი” არის იტალიური აპერიტივი, ამზადებენ მწარე (სამკურნალო) ბალახებით, არომატული მცენარეებითა და ხილით, შერეული აქვს ალკოჰოლი და წყალი. მისი რეცეპტი პირველად გამოიგონეს იტალიაში, 1860-იან წლებში და თითქმის 150 წელი საიდუმლოდ ინახავდნენ. კამპარი მთელ მსოფლიოში გააქვთ გასაყიდად.

ინგრედიენტები: 

  • 1 ფინჯანი ახალგამოწურული ვარდისფერი გრეიპფრუტის წვენი
  • 1 ფინჯანი წყალი
  • 1 ფინჯანი შაქარი
  • 1 ღერი ახალი პიტნა
  • 3 სუფრის კოვზი “კამპარი”
  • 2 სუფრის კოვზი ახალგამოწურული ლიმონის წვენი

ულუფა: 4

მომზადება: 15 წუთი + 30 წუთი გასაცივებლად + 6 საათი გასაყინად

დონე: 2

მომზადების წესი:

  1. გრეიპფრუტის წვენი, წყალი, შაქარი და პიტნა პატარა ქვაბით შემოდგით დაბალ ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუწიეთ ცეცხლს და ნელა ადუღეთ, სანამ შაქარი გადნებოდეს, 2-3 წუთი.
  2. გადმოდგით ცეცხლიდან და გადაასხით საშუალო ზომის ჯამში. ამოიღეთ პიტნა.
  3. დაუმატეთ კამპარი და ლიმონის წვენი, შედგით მაცივარში გასაცივებლად, დაახლოებით 30 წუთი.
  4. შემდეგ გადაიტანეთ 25 სმ მოცულობის პლასტმასის ან უჟანგავი ფოლადის კონტეინერში, დააფარეთ ფოლგა და გაყინეთ 2 საათი.
  5. გამოიღეთ საყინულიდან და ჩანგლით დატეხეთ დიდ კრისტალებად. ისევ დააბრუნეთ საყინულეში 1 საათით. ეს პროცედურა გაიმეორეთ სამჯერ, სანამ კრისტალები სულ არ გაიყინება.
  6. გრანიტა კოვზით გადმოიღეთ თეფშებზე და მაშინვე მიირთვით.