Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ხაჭოკვერას მომზადების მარტივ რეცეპტს. ასე კიდევ უფრო გემრიელია.
ინგრედიენტები:
- 3 კვერცხი
- 400 გრ ხაჭო
- ½ რძე
- 1 ჩ/კ ვანილის შაქარი
- 1 ჭიქა ფქვილი
- 2 ს/კ შაქარი
- მწიკვი გამაფხვიერებელი და მარილი
- კარაქი და მცენარეული ზეთი გემოვნებით (შესაწვავად)
მომზადების წესი:
- ხაჭო, კვერცხი და რძე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.
- ცალკე გაცრილი ფქვილი, შაქარი, ვანილის შაქარი, გამაფხვიერებელი და მარილი აურიეთ.
- მშრალი ინგრედიენტები კვერცხის მასას ნაწილ–ნაწილ დაუმატეთ, მუდმივად აურიეთ. ერთგვაროვანი ცომი უნდა მიიღოთ.
- ტაფაზე 1 კოვზი ცომი დაასხით და ხაჭოკვერა მცენარეულ ზეთში ორივე მხრიდან შეწითლებამდე შეწვით.
- სუფრაზე არაჟანთან ან მურაბასთან ერთად გაიტანეთ.
- გემრიელად მიირთვით!