ვადაგასული კეფირის გადაღვრა არ მოგიწევთ, აი რისი მომზადება შეიძლება მისგან

730

ეს არის უნაზესი და უფაფუკესი ცხობილა, რომელიც ძალიან გავს ჩიქზეიქს. ის მზადდება კეფირზე უმარტივეს ინგრედიენტებთან ერთად. დესერტი გემოთი გვაგონებს სუფლეს და იაპონურ ჩიზქეიქს.

100% რეკომენდაცია ამ დესერტს ჩემგან!

ინგრედიენტები

  • 300გ არაჟანი
  • 4 კვერცხი
  • 400გ კეფირი
  • 125გ შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
  • 1 ლიმონის ქერქი
  • 25გ სიმინდის სახამებელი
  • 70გ ფქვილი
  • მწიკვი მარილი
  • შაქრის ფხვნილი

მომზადება

1. პირველ რიგში მოამადეთ გამოსაცობი ფორმა. მე ვიყენებ 20 X 20. ამოფინეთ ძირი და გევრდები ქაღალდით.

2.განაცალკევეთ კვერცხის ცილა დაგული. კეფირს დაუმატეთ არაჟანი, ვანილი, 1 ლიმონის ქერქი. გაცერით ფქვილი და სახამებელი. ფრთხილად გადაურიეთ ყველაფერი ერთმანეთს.

3.ცილას დაუმატეთ მარილი და ათქვიფეთ 3-4 წუთი, შემდეგ დაუმატეთ შაქარი და გააგრძელეთ თქვეფა. ნელ-ნელა დაუმატეთ გული და აქციეთ ერთგვაროვან მასად.

4.ცომი უნდა გამოგივიდეთ ფაფუკი.ჩაასხით ფორმაში და კბილის ჩხირით დაჩხვლიტეთ.

5.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 1 საათი.

6.გემრიელად მიირთვით!