ეს არის უნაზესი და უფაფუკესი ცხობილა, რომელიც ძალიან გავს ჩიქზეიქს. ის მზადდება კეფირზე უმარტივეს ინგრედიენტებთან ერთად. დესერტი გემოთი გვაგონებს სუფლეს და იაპონურ ჩიზქეიქს.
100% რეკომენდაცია ამ დესერტს ჩემგან!
ინგრედიენტები
- 300გ არაჟანი
- 4 კვერცხი
- 400გ კეფირი
- 125გ შაქარი
- 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
- 1 ლიმონის ქერქი
- 25გ სიმინდის სახამებელი
- 70გ ფქვილი
- მწიკვი მარილი
- შაქრის ფხვნილი
მომზადება
1. პირველ რიგში მოამადეთ გამოსაცობი ფორმა. მე ვიყენებ 20 X 20. ამოფინეთ ძირი და გევრდები ქაღალდით.
2.განაცალკევეთ კვერცხის ცილა დაგული. კეფირს დაუმატეთ არაჟანი, ვანილი, 1 ლიმონის ქერქი. გაცერით ფქვილი და სახამებელი. ფრთხილად გადაურიეთ ყველაფერი ერთმანეთს.
3.ცილას დაუმატეთ მარილი და ათქვიფეთ 3-4 წუთი, შემდეგ დაუმატეთ შაქარი და გააგრძელეთ თქვეფა. ნელ-ნელა დაუმატეთ გული და აქციეთ ერთგვაროვან მასად.
4.ცომი უნდა გამოგივიდეთ ფაფუკი.ჩაასხით ფორმაში და კბილის ჩხირით დაჩხვლიტეთ.
5.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 1 საათი.
6.გემრიელად მიირთვით!