ეს ყველაზე მარტივი ვარიანტია ყველის სუფლეს მოსამზადებლად. არაფერია რთული!

653

უმეტესობა თვლის, რომ სუფლე აუცილებლად უნდა იყოს ტკბილი. ამ ფრანგული კერძის მომზადება უმარავი ინგრედიენტისგან შეიძლება. ჩვენ გთავაზობთ ყველის სუფლას, შეგიძლიათ გამოიყენოთ რამდნიმე სახეობის ყველი. კერძის მტავარ ინგრედიენტად კარგად ათქვეფილი ცილა ითვლება.

ინგრედიენტები

  • 150გ ყველი
  • 2 კვერცხი
  • 50გ კარაქი
  • 50გ ფქვილი
  • ცოტა გახეხილი მუსკატის კაკალი
  • 1 ჭიქა რძე
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

1.ქვაბი მოათავსეთ ცეცხლზე და გაალღვეთ კარაქი.

2.ფრთხილად და ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი, რძე, მარილი, წიწაკა, კაკალი და კარგად მოურიეთ.

3.დაჭერით ყველი და დაუმატეთ ქვაბში არსებულ მასას. ურიეთ მანამ, სანამ ყევლი არ გალღვება.

4.გადმოიტანეთ ცეცხლიდან, დაუმატეთ კვერცხის გული და კარგად მოურიეთ.

5.ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილა.

6.დაუმატეთ ცილა ყველის მასას. კარგდ მოურიეთ.

7.გამოსაცხობ ფორმებს წაუსვით კარაქი და ჩაასხით ცომი.

8.გამოაცხეთ 20-25 წუთი 180 გრადუსზე.

არ დაელოდოთ სუფლეს გაგრილებას – მიირთვით ცხლად.

გემრიელად მიირთვით!