ეს ბისკვიტი მოამზადეთ ზამთარში, ფორთოხლის სეზონზე, აირჩიეთ ცოცხალი ციტრუსი, რომლის კანიც ქიმიკატებით არ არის დამუშავებული.
ინგრედიენტები:
ფირფიტა
- 250 გ ფქვილი
- 65 გ შაქრის ფხვნილი
- 1/4 ჩ.კ. მარილი
- 2/3 ჭიქა კარაქი (წინასწარ გაცივებული და კუბებად დაჭრილი)
- 1 დიდი კვერცხი
- 2 სუფრის კოვზი მაღალკალორიული (ორმაგი ნაღები)
გულსართი:
- 2 მოზრდილი კვერცხი
- 1 მოზრდილი კვერცხის გული
- 375 გ ახალ ამოყვანილი გაწურული ყველი – რიკოტა (ან ნადუღი)
- 2/3 ჭიქა შაქრის პუდრი
- 2 ჩაის კოვზი გახეხილი ფორთოხლის ცედრა
- 1 1/2 სუფრის კოვზი ლიქიორი “გრან მარნიე”
- 1 ჭიქა მაღალკალორიული (ორმაგი) ნაღები
მომზადების წესი:
ფირფიტა
- ფქვილი, შაქარი და მარილი კომბაინში ჩაყარეთ. სწრაფად შეურიეთ. დაუმატეთ კარაქი და სწრაფად ურიეთ, სანამ მასა ფხვიერი გახდება.
- ურიეთ და თან დაუმატეთ კვერცხი და ნაღები. თქვიფეთ, ვიდრე მასა ერთგვაროვანი გახდება.
- ცომი მოათავსეთ გამჭვირვალე ცელოფანზე, 18 სმ-ის სისქეზე გააბრტყელეთ და ცელოფანში შეფუთეთ. შედეთ მაცივარში სულ ცოტა, 30 წუთით (მაქსიმალური დრო – 48 სთ).
- ტარტის ფორმას, მოსახსნელი ძირით (28 სმ-იანი), ცოტაოდენი ცხიმი წაუსვით.
- ცომს ცელოფანი მოხსენით და გრილ ზედაპირზე, მაგალითად, მარმარილოს დაფაზე მოათავსეთ, რაც ცომს სწრაფად დარბილების საშუალებას არ მისცემს. ცომს ორივე მხრიდან ცოტაოდენი ფქვილი მოყარეთ.
- ცომს ორივე მხრიდან თხელი ცელოფანი ან პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ და გააბრტყელეთ 3 მმ სისქეზე, 33 სმ დიამეტრით. თუ შეატყობთ, რომ ცომი ზედმეტად მაგრდება, დროდადრო ცელოფანი მოხსენით და ცოტაოდენი ფქვილი მოაყარეთ. თუ ცომი ზედმეტად ნაზი გამოვიდა, მაცივარში შედგით, რომ ცოტა გამაგრდეს.
- ცომის ზედაპირიდან ცელოფანი მოხსენით. საგლინველას (ცომის გასაბრტყელებელი ) ცოტაოდენი ფქვილი მოაყარეთ და ცელოფანის ქვედა ფენის მოსახსნელად, ცომის ქვეშ გაატარეთ.
- ცომი ფორმაში ფრთხილად მოათავსეთ. გვერდები ხელით ისე გაასწორეთ, რომ ცომი არ დაიშალოს, ხოლო ის ნაწილი, რომელიც ფორმიდან გადმოვა, უკანვე ჩააბრუნეთ და დაახლოებით 5 მმ სისქის სარტყელი გაუკეთეთ. შეგიძლიათ ცომი გამოცხობამდე კიდევ ერთხელ, ნახევარი საათით, გააცივოთ.
- ელექტროღუმელი წინასწარ გააცხელეთ 200 გრადუსზე (აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 6) 20 წუთის განმავლობაში. ფორმაში გამოსაცხობად გამზადებულ ცომს ფოლგის ქაღალდი დააფარეთ. ამოავსეთ გამომშრალი მარცვლეულით (სიმძიმისთვის). 5 წთ-ის განმავლობაში გამოაცხვეთ, შემდეგ ტემპერატურას 190 გრადუსამდე ( აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 5) დაუწიეთ და კიდევ 5 -10 წთ-ით დატოვეთ, ვიდრე ფირფიტა გამაგრდება და მოყავისფრო – ოქროსფერს მიიღებს.
- გამომცხვარი ფირფიტა ღია ყავისფერი უნდა იყოს. მზა ფირფიტა გასაგრილებლად დადგით, ამასობაში გულსართი მოამზადეთ.
გულსართი
- გაახურეთ ელექტროღუმელი 190 გრადუსამდე.
- საშუალო ზომის ჯამში შეურიეთ კვერცხი, კვერცხის გული, რიკოტა, შაქრის პუდრი, ფორთოხლის ცედრა.
- პატარა ჯამში ჩაასხით 3/4 ჭიქა (180 მლ) ნაღები და მიქსერით კარგად ათქვიფეთ მაღალ სიჩქარეზე.
- ათქვეფილი ნაღები რიკოტას მასას დაუმატეთ.
- გულსართი კოვზით ჩადეთ გამომცხვარ ფირფიტაში.
- გამოაცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში, ვიდრე ოქროსფერს მიიღებს.
- გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე.
- დარჩენილი ნაღები შესქელებამდე ათქვიფეთ. საკონდიტრო ტომსიკაში მოათავსეთ და ტარტის ზედაპირი მორთეთ. მომზადებისთანავე სუფრასთან მიიტანეთ.