თუ თქვენ როდესმე გაგისინჯავთ თურქული ცხობილა, მაშინ იცით რაზეა ლაპარაკი. ამ ქვეყნის სამზარეულო საოცრად გემრიელია. თურქები ცხობილას ნებისმიერი შიგთავსისგან ამზადებენ. დღეს ჩვენ ხორცს გმოვიყენებთ.
ინგრედიენტები ცომისთვის
- 125გ კარაქი
- 1 კვერცხის ცილა
- 100მლ მცენარეული ზეთი
- 200მლ იოგურტი
- 1,5 ჩაის კოვზი მარილი
- 350გ ფქვილი
- 2 ჩაის კოვზი ცომის გამაფხვიერებელი
ინგრედიენტები შიგთავსისთვის
- 360გ ხორცის ფარში
- 2 ბულგარული წიწაკა
- ხახვი
- მწვანილი
- 1 ჩაის კოვზი მარილი
- 0,5 ჩაის კოვზი შავი წიწაკა
მომზადება
1.თავდაპირველად მოამზადეთ ფარში. დააქუცმაცეთ 350გ ხორცი ბულგარულ წიწაკასთან ერთად. კარგად მოურიეთ.
2.ფქვილისგან, ზეთისგან და იოგურტისგან მოზილეთ ცომი. ჯამში მოათავსეთ 125გ კარაქი, 100მლ ზეთი, ნახევარი კოვზი მარილი, 200მლ იოგურტი, 1 ცილა. ათქვიფეთ მასა.
3.ცომს დაუმატეთ 350გ ფქვილი და 1,5 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი. მოურიეთ ინგრედიენტებს. შეგიძლიათ მოაყაროთ ცოტა ფქვილი.
4.ცომი გაყავით 12 ნაწილად. თითოეული დააბურთავეთ და მოათავსეთ თეფშზე. დაელოდეთ 20 წუთი. ამასობაში დაჭერით ხახვი და მწვანილი. ფარშს დაუმატეთ ხახვი, მწვანილი, ბულგარული.
5.მოაყარეთ მარილი, წიწაკა, მოასხით ზეთი და პომიდვრის პასტა. ფარშს კარგად გადაურიეთ ინგრედიენტები. ცომს მიეცით სურათზე ნაჩვენები ფორმა.
6.მოათავსეთ შიგთავსი ცომის ფორმებში და მოათავსეთ საცხობ ფორმაზე. წაუსვით კვერცხის გული. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთი.
გემრიელად მიირთვით!