კარტოფილისგან უამრავი სახის კერძის მომზადება შეიძლება. მაგრამ ეს რეცეპტი განსაკუთრებულია.
ეს კერძი ძალიან ეფექტურად გამოიყურება, გემოც ფანტასტიურია.
ინგრედიენტები
- 3 დიდი კარტოფილი
- 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
- 2 სუფრის კოვზი კარაქი
- 4 ღერო ბექონდარა
- 1/2 ჭიქა ქათმის ბულიონი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადება
1.რათა კარტოფილი გამოიყურებოდეს ეფექტურად, გაჭერით ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.
2.გარეცხეთ გასუფთავებული კარტოფილი და მოათავსეთ ქაღალდის ხელსახოცზე.
3.ღრმა ჯამში ჩაასხით ზეთი. დიდ ცეცხლზე შეწვით კარტოფილი.
4.როცა კარტოფილი კარგად დაიბრაწება, ქაღალდის ხელსახოცით მოამშრალეთ ზეთი.
5.ტაფაზე მოათავსეთ კარაქი და ბექონდარა. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
6.როცა კარტოფილი შეიწვება, ტაფაზე ჩაასხით ქათმის ბულიონი, გადმოიტანეთ ცეცხლიდან და გამოაცხეთ.
გემრიელად მიირთვით!