ეს დესერტი, რომელსაც ცხობა არ სჭირდება, თქვენი სუფრის მარგალიტად იქცევა

827

როგორც იქნა მოვიდა პიკნიკების დრო, მე ძალიან დიდი შემართებით ვემზადები ამ დღისთვის.

პიკნიკზე ძალიან კარგია უნივერსალური კერძების წაღება, მაგალითად ისეთის, რომელიც არ არის გამომცხვარი და არ გაგიცივდებათ.

მოდით მოვამზადოთ საოცარი დესერტი, რომელიც ძალიან მოეწონება თქვენს ოჯახის წევრებს.

ინგრედიენტები

  • 200გ ორცხობილა
  • 100გ გამღვალი კარაქი
  • 400გ ნაღების ყველი
  • 3 სუფრის კოვზი შაქარი
  • 400გ შედედებული რძე
  • 2 სუფრის კოვზი ფორთოხლის გახეხილი ქერქი
  • 250მლ ფორთოხლის წვენი
  • 1/2 ჩაის კოვზი ფორთოხლის ექსტრაქტი
  • 50გ შაქრის ფხვნილი
  • 250მლ ნაღები

მომზადება

1.დაფხვნილ ორცხობილებს დაუმატეთ კარაქი და 2 სუფრის კოვზი შაქარი.

2.გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ ფოლგით და გადაანაწილეთ მასში ორცხობილის მასა. ‘

3.ფორმა მოათავსეთ მაცივარში და გააგრილეთ.

4.ღრმა ჯამში ათქვიფეთ ყველი, შედედებული რძე და 1 სუფრის კოვზი შაქარი.

5.ყველის მასას დაუმატეთ ფორთოხლის ქერქი, წვენი, ექსტრაქტი და კარგად ათქვიფეთ.

6.აიღეთ კიდევ ერთი ღრმა ჯამი. ათქვიფეთ შაქრის ფხვნილი ნაღებთან ერთად.

7.დაუმატეთ ყველის მასას და კარგად მოურიეთ.

8.გამოსაცხობ ფორმაში მოათავსებულ ორცხობილას მოასხით მიღებული მასა.

9.მოათავსეთ მაცივარში და გაგრილების შემდეგ გააფორმეთ.

გემრიელეად მიირთვით!