ეს არის საუკეთესო კერძი ბადრიჯნით! აუცილებლად ჩაინიშნეთ რეცეპტი.

1632

ბადრიჯანი – ეს საოცრად სასარგებლო პროდუქტია, რომელიც შეიცავს უამრავ ვიტამინს და სასარგებლო ნივთიერებას. ეს პროდუქტი დასუსტებას ძალიან უწყობს ხელს.

ამ ინგრედიენტის კარგ თვისებებზე გაუთავებლად შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ მოდით მოვამზადოთ ისეთი კერძი, რომელიც ყველას ძალიან მოეწონება.

ბადრიჯანი არაჟანში

  • 5 ბადრიჯანი
  • 2 თავი ხახვი
  • 4-5 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 1კგ სოკო ან 0,5კგ გამომშრალი სოკო
  • 3-4 კბილი ნიორი
  • კამა
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.როგორ მოვამზადოთ სოკო: მშრალი სოკო წინასწარ დაასველეთ, შეწვით მცენარეულ ზეთში. გაყინული ან ცოცხალი სოკო უბრალოდ შეწვით ზეთის გარეშე. დაუმატეთ მარილი, წიწაკა და სანელებლები.

2.კარგად გარეცხეთ ბადრიჯანი, გაასუფთავეთ და დაჭერით კუბიკებად, მოაყარეთ მარილი, დაელოდეთ 10 წუთი.

3.ბადრიჯანი შეწვით დაბალ ცეცხლზე. 8-10 წუთის შემდეგ დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი ხახვი და მოთუშეთ 10 წუთი. დაუმატეთ სოკო.

4.მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. მოასხით არაჟანი და კარგად მოურიეთ. დაელოდეთ 15 წუთი. გადმოიტანეთ ცეცხლიდან, დაუმატეთ გახეხილი ნიორი და მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!