ეკლერები მოხარშული კრემით

887

რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელსაც არ უყვარს დესერტები. ბავშვებს ტკბილეულის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. დღეს ჩვენ მილიონობით ადამიანის საყვარელი დესერტის მომზადებას გასწავლით. გამოგიტყდებით და მეც ვერ ვამბობ უარს კრემიან ეკლერებზე.

ინგრედიენტები

  • რძე 280მლ
  • ხორბლის ფქვილი 180გ
  • კარაქი 100გ
  • შაქარი 90გ
  • კვერცხი 4 ცალი
  • კვერცხის გული 2 ცალი
  • სახამებელი 1,5 სუფრის კოვზი
  • შავი შოკოლადი 50გ
  • ვანილი
  • მარილი

მომზადება

  1. ქვაბში ჩაასხით 240მლ რძე. დაუმატეთ კარაქი, მარილი და 1 ჩაის კოვზი შაქარი.
  2. გაალღვეთ კარაქი, ნელ-ნელა მოაყარეთ 150გ გაცრილი ფქვილი და ურიეთ. მოხარშეთ მასა, გადმოიტანეთ ცეცხლიდან. გააგრილეთ.
  3. ათქვიფეთ მასა, თითო-თითოდ დაუმატეთ კვერცხი, კარგად მოურიეთ.
  4. მიღებული მასა ჩაასხით საკონდიტრო ტომარაში. ეკლერის ფორმის დესერტი ჩამოასხით ფორმაზე.
  5. გამოაცხეთ 220 გრადუსზე 10 წუთი. შემდეგ 190 გრადუსზე 10 წუთი.
  6. მოვამზადოთ კრემი: კვერცხის გულს დაუმატეთ 80გ შაქარი და ვანილი. ჩაასხით 40მლ რძე, მოაყარეთ 1,5 სუფრის კოვზი ფქვილი და სახამებელი. კარგად მოურიეთ. მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში მაქსიმალურ სიმძლავრეზე 3 წუთი.
  7. ეკლერი ამოავსეთ კრემით.
  8. გაალღვეთ შოკოლადი და მოასხით მინანქრის სახით.

გემრიელად მიირთვით!