დიეტური სალათი იდეალური სხეულისთვის, რომელიც ყოველდღე შეგიძლია მიირთვა

2467

დიეტური რაციონების უმეტესობა კვების მკაცრ შეზღუდვებთან და ისეთ პროდუქტებთანაა დაკავშირებული, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. ორაგული და ავოკადო ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ფასი?

თუნდაც კალორიებს არც ითვლიდეთ, ეს დიეტური სალათი ძალიან მოგეწონებათ. ის ძალიან სასარგებლო, დაბალკალორიული და გემრიელია, ვახშმისთვის იდეალური ვარიანტი. სტაფილოს წყალობით გაიუმჯობესებთ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, სტაფილო ინარჩუნებს ყველა სასარგებლო ვიტამინსა და უჯრედისს, ამიტომაც შესანიშნავია მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს.

ინგრედიენტები

  • 330 გრ სტაფილო
  • 4 კვერცხი
  • 60 გრ არაჟანი
  • 1 კბ ნიორი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. გარეცხეთ, გათალეთ და გახეხეთ სტაფილო.
  2. მოხარშეთ კვერცხი, გაფცქვენით და დაჭერით წვრილად კვერცხი.
  3. შეურიეთ კვერცხი და სტაფილო, დაუმატეთ გატარებული ნიორი.
  4. შეანელეთ არაჟნით და დაუმატეთ მარილი.
  5. მოურიეთ ინგრედიენტებს და გემრიელად მიირთვით!

სურვილისამებრ შეგიძლიათ სალათში დაამატოთ ქუნჯუთი, სელის ან გოგრის თესლი, გახეხილი ყველი, ვაშლი, ქიშმიში. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!