შაქრის და ფქვილის უქონლობა დესერტს არ აფუჭებს. მოდით დავამტკიცოთ.
ინგრედიენტები
- 150გ შვრიის ფანტელი
- 40გ თაფლი
- 100გ ხაჭო
- 3 კვერცხი
- 50მლ კეფირი
- 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
- ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი
- ვაშლი
- მცენარეული ზეთი
მომზადება
- დაფქვით შვრიის ფანტელები. დაუმატეთ სახამებელი და მოურიეთ.
- ჯამში დაჭყლიტეთ ხაჭო, დაუმატეთ კეფირი და თაფლი. ათქვიფეთ ბლენდერით.
- მიღებულ მასას დაუმატეთ კვერცხი, დარიჩინი და მოურიეთ ჩანგლით. მოაყარეთ ფქვილის მასა.
- გაასუფთავეთ ვაშლი და დაჭერით.
- საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და ჩააფინეთ ქაღალდი.
- გადაანაწილეთ ვაშლი და ზემოდან მოასხით ცომი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთი.
გემრიელად მიირთვით!