წლებია კარტოფილს ტაფაზე აღარ ვწვავ. პირველ რიგში, გემრიელი, მაგრამ ნაკლებად სასარგებლო კერძია. მეორეც, არა მხოლოდ ჭურჭლის, არამედ ნახევარი სამზარეულოს გაწმენდა მიწევს. ღუმელში მომზადებული კერძი უფრო მომწონს. ჩავტვირთე და ჩემს საქმეს მივხედე. მთავარია, ღუმელიდან დროულად გამოღება არ დაგავიწყდეთ. პრაქტიკულად, ნებისმიერი პროდუქტის გამოცხობა შეიძლება. განსაკუთრებით მომწონს ჭადრაკის კარტოფილი ბეკონით.
ასეთი სახელი ჩაწყობის უჩვეულო მეთოდის გამო მიიღო. კარტოფილის რამდენიმე ფენა ფორმის კუთხეში უნდა მოათავსოთ, შემდეგ რამდენიმე ფენა მის გვერდით, ოღონდ პერპენდიკულარულად მიუწყოთ. საბოლოოდ, კარტოფილის ჭადრაკის დაფა გამოვა. ერთი შეხედვით, რთულია, მაგრამ მხოლოდ 10 წუთს წაგართმევთ. სამაგიეროდ, როგორი შედეგია!
ინგრედიენტები:
- 600 გრ კარტოფილი
- 50 გრ გამდნარი კარაქი
- 100 გრ ბეკონი
- 1 ჩ/კ პროვანსული სუნელები
- კარტოფილის სანელებლები გემოვნებით
- 3-4 კბილი ნიორი
- 20 გრ კარაქი
- 1 ჩ/კ როზმარინი
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
1. კარტოფილი გათალეთ და თხელ ფირფიტებად დაჭერით. სლაისერით ამის გაკეთება მოსახერხებელია.
2. კარტოფილს მარილი მოაყარეთ, სანელებლები და პროვანსული სუნელები დაუმატეთ, ნიორი დაპრესეთ და დაუმატეთ. ბოსტნეულს გამდნარი კარაქი დაასხით და კარგად აურიეთ.
3. საცხობ ფორმას კარაქი წაუსვით და კარტოფილის ნაჭრები ისე დააწყვეთ, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. ღუმელში 180 გრადუსზე 40 წუთით აცხვეთ.
4. ბეკონი პატარა ნაჭრებად დაჭერით და მშრალ ტაფაზე 3-5 წუთით შეწვით.
5. შეწითლებული ბეკონის ნაჭრები გამომცხვარ კარტოფილს მოაყარეთ, როზმარინი მოაყარეთ და ღუმელში კიდევ 15 წუთით აცხვეთ.
რთული დასაჯერებელია, რომ ჩვეულებრივი გამომცხვარი კარტოფილი ხორცზე უფრო გემრიელი გამოდის. კერძი სუფრიდან წამებში ქრება. 15 წუთში ბოსტნეული შებოლილი სურნელოვანი არომატით ივსება. თავად ბეკონის ნაჭრები ღუმელში კარგად ხმება და ხრაშუნა ხდება. ერთი დიდი სიამოვნებაა!