დესერტი “ჩიტის რძე” ცხობის გარეშე: მარტივი, სწრაფი და გემრიელი

3515

ნამცხვარი “ჩიტის რძე” უკვე მრავალი წელია, ბევრისთვის საყვარელ დესერტად იქცა, თუმცა, მის მომზადებას დიდი ძალისხმევა და დრო სჭირდება.

ნუ მოიკლებთ ამ სიამოვნებას და მოამზადეთ უგემრიელესი ნამცხვრის გამარტივებული ვარიანტი – ცხობის გარეშე. “გასტრონომია” გთავაზობთ “ჩიტის რძის” იოლ და სწრაფ რეცეპტს.

ინგრედიენტები

  • 450 მლ რძე
  • 80 გრ მანანის ბურღული
  • 100 მლ შესქელებული რძე
  • 12 ც ნამცხვარი
  • 1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა
  • 50  გრ შავი შოკოლადი
  • 50 გრ კარაქი
  • 10 გრ ვანილის შაქარი
  • 50 მლ წყალი
  • 10 გრ ჟელატინი
  • 50 მლ წყალი
  • 1 ს.კ. ზეთი

მომზადება

  1. დაასხით ჟელატინს ცივი წყალი და დადგით სანამ კარგად არ გაიხსნება.
  2. ჩაასხით თასში რძე, დაუმატეთ მანანის ბურღული, დადგით ნელ ცეცხლზე. როცა ფაფა ადუღდება, დაუმატეთ კარაქი, ჟელატინი და შესქელებული რძე. მუდმივად ურიეთ სანამ მასა არ შესქელდება.
  3. ჩააფინეთ ფორმაში საკვების ცელოფანი. ჩაალაგეთ ნამცხვრები, სასურველია შოკოლადის. დაასხით მზა მასა, ზემოდან დაალაგეთ დარჩენილი ნამცხვრები. შედგით მაცივარში 2-3 საათით.
  4. მოამზადეთ მინანქარი: შეურიეთ შოკოლადი, რძე და ზეთი. დადგით ნელ ცეცხლზე, ურიეთ სანამ არ შესქელდება დაგადმოდგით. ოდნავ გააცივეთ.
  5. მოასხით ტორტს მინანქარი და შედგით მაცივარში 20 წუთით. მზა დესერტი დაჭერით და სურვილისამებრ მოასხით მდნარი კარამელი, ათქვეფილი ნაღები ან მოაყარეთ კენკრა.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ ს მიერ შემოთავაზებული რეცეპტი მოგეწონებათ. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ შთაბეჭდილებები მეგობრებს!